მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ეროვნულმა ფორუმმა'' მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. ფოთში ოთარ ხარჩილავა იყრის კენჭს

„ეროვნულმა ფორუმმა” მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. ფოთში ოთარ ხარჩილავა იყრის კენჭს

Published on

 

ფოთის № 61 მაჟორიტარულ ოლქში ეროვნული ფორუმის კანდიდატი სამართალმცოდნე ოთარ ხარჩილავა იყრის კენჭს. ამის შესახებ ითქვა   დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც    „ეროვნულმა ფორუმის'' ლიდერმა კახა შარტავამ პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.
პარტიის ლიდერის განცხადებით, ,დიდუბეში დიპლომატი შოთა იამანიძე იყრის კენჭს, ნაძალადევში  იურისტი თამარ ციხისელი, გლდანში  პედაგოგი გიული შენგელია, თელავი-ყვარელის  მაჟორიტარულ ოლქში იურისტი გელა გელაშვილი, ქარელში   ჟურნალისტი ნანა ქვრივიშვილი, დმანისი –წავკისის   მაჟორიტარულ ოლქში ეკონომისტი ალექსანდრე ნონიაშვილი, გორში ეკონომისტი გურამ მჭედლიძე, ისანში  ჟურნალისტი ბესიკ ჩუბინიძე.
,ახალი კანდიდატების შერჩევა მოხდა საერთო იდეოლოგიიია და ფასეულობების საფუძველზე. , ეს ადამიანები წლების განმავლობაში იყვნენ აქტიური მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში იღებდნენ მონაწილეობას. 
„ეს ადამიანები მართალია არ ჩანდნენ ფართოდ ეკრანებზე, თუმცა წლების განმავლობაში იყვნენ იქ, სადაც არის საზოგადოება, ისინი იყვნენ აქტიური მოქალაქეები და „ეროვნული ფორუმის“ ცხოვრებაში მათ ძალიან დიდი როლი აქვთ. პრინციპი არის მარტივი – ნამდვილი ადამიანები ნამდვილი საქართველოსთვის იბრძოლებენ და შექმნიან ძლიერ, ეროვნულ სახელმწიფოს“, – განაცხადა კახა შარტავამ.
 

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...