მთავარისიახლეებისაზოგადოებაგონიოში საძიებო სამუშაოები გრძელდება

გონიოში საძიებო სამუშაოები გრძელდება

Published on

მეოთხე დღეა შავ ზღვაში, გონიოს სანაპიროზე გრძელდება დაკარგული სამხედროების ძებნა. არ დადასტურდა ინფორმაცია, რომ გუშინ ბათუმის პორტთან ზღვის გამორიყული  35 წლამდე მამაკაცის ცხედარი შესაძლოა  ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურისა  ყოფილიყო.
დღეს სამძებრო სამაშველო ოპერაციაში სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი თურქული ხომალდი ჩაერთვება. სამუშაოებში ჩართულია ავიაცია, სამაშველო ჯგუფები, ადგილობრივი სამსახურები და ამერიკის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულების ძალები. ადგილზე იმყოფებიან სამხედროების ოჯახის წევრებიც.
,,იმედი მაქვს, რომ შვილს არ დამიტოვებენ წყლის ქვეშ და  საფლავი  მაინც მექნება,“ – განაცხადა იაგო შარაძის მამამ რომან შარაძემ.    
შეგახსენებთ, რომ სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე, გონიოში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ. ისინი საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვის შემდეგ მათ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს. მათი მშობლები  უკვე პირდაპირ ადანაშაულებენ მომხდარში თავდაცვის უწყებას და მის ქვესტრუქტურებს, კერძოდ, სამხედრო სწავლების პროცესზე პასუხისმგებელ პირებს, რომელთაც, შტორმის მიუხედავად, არ გადადეს სიღრმით ყვინთვაში წვრთნა, რასაც ინსტრუქცია მოითხოვს.  

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...