მთავარისიახლეებიკონფლიქტებიტყვეობიდან გაათავისუფლეს პარტია ,,ედინაია აბხაზიას’’ პოლიტსაბჭოს მდივანი ირინა დოჩია,რომლის გამტაცებლები გამოსასყიდად 1,5...

ტყვეობიდან გაათავისუფლეს პარტია ,,ედინაია აბხაზიას’’ პოლიტსაბჭოს მდივანი ირინა დოჩია,რომლის გამტაცებლები გამოსასყიდად 1,5 მილიონ ევროს ითხოვდნენ

Published on

აფხაზური მედიის ცნობით, წუხელ გვიან ღამით  ტყვეობიდან გაათავისუფლეს პარტია ,,ედინაია აბხაზიას’’ პოლიტსაბჭოს მდივანი ირინა დოჩია, რომელიც 2 ივლისს საკუთარი სახლის ეზოდან გაიტაცეს უცნობმა პირებმა და ერთ თვეზე მეტხანს უკვალოდ იყო გამქრალი.
დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების კომიტეტის ოფიციალური ინფორმაციით, გათავისუფლება მოხდა აფხაზური და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი ძალისხმევით ისე, რომ არ გადაუხდიათ გამოსასყიდი, რომელსაც გამტაცებლები ითხოვდნენ – 1,5 მილიონი ევრო. 
თუ რა სახის ღონისძიება გატარდა გამტაცებელთა დაკავებისთვის არ ხმაურდება.
ირინა დოჩიას გათავისუფლება ტყვეობიდან მოულოდნელი აღმოჩნდა აფხაზეთის მოსახლეობისათვის, რადგან ჯერ კიდევ  გუშინ რაულ ხაჯიმბამ დააწესა ფულადი ჯილდო ( 1 მილიონი რუბლი) იმ პირისათვის, ვინც შესაბამის ორგანოებს მიაწვდიდა ინფორმაციას გატაცებულის ადგილსამყოფელის შესახებ.  
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...