მთავარისიახლეებისაზოგადოებააიყვანდა თუ არა დოქტორი ჰაუსი მალხაზ ჯალაღონიას თავის გუნდში? ,,დედამისი'' ლიზა სანდერსი...

აიყვანდა თუ არა დოქტორი ჰაუსი მალხაზ ჯალაღონიას თავის გუნდში? ,,დედამისი” ლიზა სანდერსი ფიქრობს, რომ – კი

Published on

ზუგდიდელი ექიმის მალხაზ ჯალაღონიას გამარჯვებამ ,,ნიუ იორკ თაიმსის’’ სამედიცინო ვიქტორინაში გააძლიერა ინტერესი ამ კონკურსის მიმართ. 
 
ვიქტორინაში ჩართვის მსურველებმა უნდა ნახონ New York Times- ის რუბრიკა THINK LIKE A DOCTOR, რომელშიც  იშვიათი სამედიცო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია,  ხოლო ქვერუბრიკაში ,,დიაგნოსტიკა'' პერიოდულად განახლებადი სამედიცინო თავსატეხებია განთავსებული. რუბრიკის ავტორია   აშშს – სა და მის ფარგლებს გარეთ ფართოდ ცნობილი ექიმი ლიზა სანდერსი, რომელიც სვამს კითხვებს, რომელზედაც პასუხი უნდა გასცენ მკითხველებმა. 
რუბრიკა მრავალი წელია არსებობს, იგი თავად ლიზა სანდერსის შეთავაზებაა გამოცემისთვის. 
 
ლიზა სანდერსი იელის საავადმყოფოს ექიმია, ცნობილი თავისი სპეციალიზაციით გამოუცნობი და ჩახლართული სამედიცინო შემთხვევების სფეროში. 
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ამ რუბრიკის იდეა მას დაებადა მას შემდეგ, რაც პრაქტიკაში დაუგროვდა სამედიცინო შემთხვევები, როცა პრობლემის გადაწყვეტას სჭირდებოდა ინტუიცია, არაორდინალური ხედვა და მოწყვეტაც კი თეორიისა და პრაქტიკისაგან, რომელიც შტამპავს  უმაღლესი პროფესიული ნიშან- თვისებების მატარებელ ადამიანსაც კი.
 
,, არსებობს გარკვეული სიმპტომები, რომელნიც ძნელად ექვემდებარება ახსნას, და დაავადებები, რომელთა წინაშე მეცნიერება და ტექნოლოგია უძლურია. აქ აუცილებლად უნდა ჩაერთოს შემოქმედის ინტუიცია.  ექიმი, რომელსაც არავინ იცნობს და მოკლებულია რეგალიებს, სწორედ ამ ინტუიციის წყალობითა  და ძველი თეორიის ბალასტისგან თავისუფალი გონებით უფრო აგნებს დაავადების ჭეშმარიტ მიზეზს, სვამს უზუსტეს დიაგნოზს და პოულობს განკურნების საშუალებას.  ამ შესაძლებლობის დაკარგვა არ შეიძლება. ასეთი ადამიანების პოვნა მხოლოდ წაადგება მედიცინის განვითარებას. მაგრამ როგორ ვიპოვოთ ისინი? საგაზეთო განცხადების მეშვეობით? რატომაც არა? .- ვთქვი მე, – ვცადოთ ვიქტორინა , სამედიცინო თავსატეხებზე და გამოცანებზე აგებული ვიქტორინა , იქნებ გამოგვეხმაურონ ცინცხალი ტვინები? ამასთან ეს სახალისოც არის, კრავს ექიმების ოჯახს, აფართოებს კონტაქტებს.  ასე გაჩნდა ეს ვიქტორინა გაზეთში და გამოჩენისთანავე დიდძალი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ‘’ 
 
საინტერესოა, რომ სწორედ ამ  რუბრიკამ მისცა ბიძგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ძალზე პოპულარული სერიალის ,,დოქტორ ჰაუსის’’ შექმნის იდეას, რომელიც  ლიზა სანდერსის შეთავაზებითა და კონსულტანტობით არის გადაღებული. 
 
არავინ იცის, აიყვანდა თუ არა ერთობ უხიაგი დოქტორი ჰაუსი მალხაზ ჯალაღონიას თავის გუნდში, მაგრამ  ,,დედამისი'' ლიზა სანდერსი ალბათ კი, რადგან  კონკურსის უამრავ მონაწილეს შორის არჩევანი  მასზე შეაჩერა.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...