მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის...

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი საქართველოში იმყოფება

Published on

სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი თურქეთის ორი  მოქალაქე შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს ამ ინფორმაციას გამოცემა Daily Sabah-ი აქვეყნებს.
საუბარია თეოლოგიის ლექტორზე , საკარიას იმამზე ადილ ოკსუზზე  და თურქეთში ცნობილ პროკურორზე  ზაქარია ოზიზე, რომელნიც სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილნი. 
 
 თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოკსუზმა გიულენის თანხმობით თურქ გენერლებთან ერთად სამხედრო გადატრიალების გეგმის სემუშავებაშია ეჭვმიტანილი. . იგი 16 ივლისს დააკავეს აქინჯის სამხედო ბაზის ტერიტორიაზე და, როგორც გაირკვა, სულ რაღაც ერთი დღის ჩამოსული იყო უცხოეთიდან., სავარაუდოდ აშშ – დან, სადაც თურქული მედიის ინფორმაციით კონსულტაციებს გადიოდა გიულენთან . მაშინ იმამი  მალევე გაათავისუფლეს ქვეყნოდან გაუსვლელობის ხელწერილით, თუმცა იგი მაინც გაიქცა.
 ოკსუზზე ამჟამად ძებნაა გამოცხადებული. თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს ყველა ის პირი, რომელმაც, მათი ვარაუდით, ოკსუზს ქვეყნიდან გაქცევაში დახმარება გაუწია.  რაც სეეხება ზაქარია ოზის, არსებობს  ინფორმაცია გიულენთამ მისი კავშირის შესახებაც. 
 

Daily Sabah-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში ზოგიერთი მომხმარებელი  წერს, რომ ოკსუზი და ოზი ერთად ნახეს ერთ-ერთ ქართულ რესტორანში, ხოლო თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორივე მათგანი საქართველოში დააკავეს, თუმცა  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა განცხადება, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მანვე განაცხადა, რომ  თურქულ მხარეს ამ საკითხზე „საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტი აქვს“
Daily Sabah-ი წერს, რომ  უახლოეს მომავალში ადილ ოკსუზზე სავარაუდოდ, საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებენ.

 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...