მთავარისიახლეებიკონფლიქტებიხელისუფლება ოკუპანტების მიერ სოფელ რუხიდან მეთევზეების გატაცების ფაქტს ეხმაურება

ხელისუფლება ოკუპანტების მიერ სოფელ რუხიდან მეთევზეების გატაცების ფაქტს ეხმაურება

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი სოფელ რუხიდან რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტს ეხმაურება.
მინისტრს მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებებით რუსეთი პროვოკაციებს განაგრძობს.
"ცოტა ხანში გვექნება უფრო დაზუსტებული ინფორმაცია. საქართველოს მხარის მოთხოვნაა ერთი, აუცილებლად დაუყონებლივ განთავისუფლებულები უნდა იყვნენ უკანონოდ დაკავებული ადგილობრივები,"- აცხადებს მინისტრი ციხელაშვილი.
 
"ეს ფაქტები სამწუხაროდ ხდება, როდესაც საოკუპაციო ხაზზე ხდება უკანონოდ ჩვენი მოსახლეობის დაკავება. იცით რომ მოქმედებს ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამაზე ინფორმირებულია. გალში ამოქმედდა IPRM- ის მექანიზმი. ბუნებრივია იქნება რეაგირება,"- აცხადებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია მომხდარს გაუგებრობად აფასებს.
"ჩართული არის შესაბამისი სტრუქტურები, რომ ეს ხალხი იყოს გამოხსნილი. სხვანაირად ვერ დავარქმევ ამ მოვლენას ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გაუგებრობაა და ამ დღეებში გაირკვევა. არაფერ შუაში არ არის ის გალელი პიროვნება, რომლებიც სათევზაოდ გავიდნენ, ამ პაპანაქებაში წყალს, რომ მიაშურეს ამის გამო რომ დაიჭირო და გაიყვანო ეს არის ამორალური საქციელი. მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი შეფასება მიეცა, მაგრამ რეალური შედეგიც უნდა მოჰყვეს და ეს ბიჭები უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს,"- აცხადებს  მას მიაჩნია, რომ სათევზაოდ ჩასული მოქალაქეების დაკავება ამორალური საქციელია. – გნაცხდა მან
 

რუსმა ოკუპანტებმა გუშინ  სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან თევზაობის დროს, საქართველოს ორი მოქალაქე – ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა – დააკავეს. მათთან ერთად კიდევ ერთი ადგილობრივი იმყოფებოდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა. დაკავებულები გალის იზოლატორში არიან გადაყვანილნი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...