მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინმა სერგეი ივანოვი დაითხოვა - პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ყავს

პუტინმა სერგეი ივანოვი დაითხოვა – პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ყავს

Published on

 ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან გადააყენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი, რომელიც მასთან დაახლოებულ და კრემლში გავლენის მქონე პირად ითვლებოდა, 
პრეზიდენტის ბრძანებულება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.     
პუტინის გადაწყვეტილებით, სერგეი ივანოვი ეკოლოგიის, გარემოს დაცვის და ტრანსპორტის საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე იქნება. მის ადგილს კი  დაიკავებს მისი ყოფილი მოადგილე ანტონ ვაინო, რომელიც ამ  პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.  
ვლადიმერ პუტინმა თავისი გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, რომ სერგეი ივანოვი თავად ითხოვდა ამ თანამდებობიდან გათავისუფლებას და მანვე გაუწია რეკომენდაცია თავის მოადგილეს ანტონ ვოინოს. 
 
გადაადგილებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვაგვარად აფასებენ რუსი ექსპერტები. ბი – ბი – სი -სთან საუბარში პოლიტოლოგიური კვლევების ცენტრის დირექტორი პაველ სალინი არ იზიარებს გავრცელებულ ვარაუდებს, რომ ესშეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. ,,აქ  უფრო დიდ  მასშტაბებთან  გვაქვს საქმე. პუტინი აქედანვე იჭერს თადარიგს  მეორე ვადით არჩევისთვის და ქმნის საიმედო გუნდს ადამიანებისგან, ვისაც პირადად ზედმიწევნით კარგად იცნობს და აქამდე ჩრდილში ჰყავდა საჭირო დროს გამოსაყენებლად . ვაინო ერთერთი მათგანია, ის აქამდე  საჯარო სივრცეში იშვიათად ჩანდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებდა პუტინის დავალებით. მისი დანიშვნა რანგების ტაბელში თუ მეორე არა, მესამე პოზიციაზე მაინც, ლოგიკურად ჯდება პუტინის მიერ გუნდის გადახალისების  საერთო სურათში, ეს ტენდენცია დაიწყო ჯერ ტულაში, ხოლო შემდე ბევრ სხვა გუბერნიაში მმართველ პოსტებზე მისი  ადიუტანტების, პირადი დაცვის წევრების დანიშვნით.  და აი, პროტოკოლის ხელმძღვანელის ჯერიც მოვდა'' – ამბობს იგი. .
 
არის სხვა მომენტიც, ანტონ ვაინო სამოქალაქო პირია, მისი დანიშვნით პუტინი ახდენს დემონსტრირებას იმისა, რომ ადამიანებს აწინაურებს არა ძალოვანი კორპორაციებისადმი კუთვნილების ნიშნით, არამედ საქმისადმი დამოკიდებულების ( თუ ფრჩხილებს გავხსნით – პირადი ერთგულების) ნიშნით, გულუბრყვილოებს კი არწმუნებს, რომ მისთვის არა აქვს მნიშვნელობა პიჯაკს ატარებს მისი რჩეული თუ სამხედრო სამხრეებს.  როგორც ითქვა ვაინოს აქამდეც საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი ეჭირა – იგი პროტოკოლის სამსახურში გამოჩნდა ჯერ კიდევ 2003 წელს და რვა წელია გამუდმებით თვალწინ ჰყავს პუტინს. საერთოდ,პროტოკოლის შეფი (თავის მოადგილეებთან ერთად) პუტინის ადმინისტრაციაში  არის ადამიანი, რომელიც 24 საათი პატრონის გვერდით იმყოფება, იგი ფაქტობრივად ადიუტანტია, ოღონდ სპეციფიკური ფუნქციებით. 
რაც შეეხება ცნობადობას, თუ  ამ პოსტზე დანიშვნამდე სერგეი ივანოვს ასე თუ ისე იცნობდნენ, როგორც პიტერული ელიტის ვიწრო წრეში გამორჩეულ ადამიანს, მის წინამორბედებს , მაგალთად სერგეი სობიანინს,  ვაინოს მსგავსად, არავინ იცნობდა. 
ექსპერტი ამბობს, რომ არანაირი დაპირისპირება  პუტინსა და ივანოვს შორის არ არის, ივანოვს ჩაბარებულიაქვს ყველა ტესტი პუტინისადმი ერთგულებაზე, ცნობილია, რომ 2008 წელს მას ჰქონდა პრეტენზია და იმედი, რომ იგი  თავის ადგილმონაცვლედ სწორედ მას დაასახელებდა , მაგრამ როცა პუტინმა  არჩევანი მედვედევზე შეაჩერა, ყველაფერი სწორად გაიგო და  არ განაწყენებულა, რისთვისაც   პუტინმა იგი ამპრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სტრატეგიული პოსტით დააჯილდოვა. 
,,იგი ახლა უბრალოდ მოქმედ რეზერვში გადაიყვანეს, სპეციალიურად მისთვის შექმნეს აქამდე არარსებული პოსტი და  სავსებით მოსალოდნელია კვლავ გავიგონოთ მის შესახებ'' – ექსპერტი გულისხმობს გახშირებულ ხმებს, რომ ივანოვს პუტინი თავის მემკვიდრედ დააასახელებს , ოღონდ, რასაკვირველია, თავად მისი მეორე ვადით არჩევისა და პრეზიდენტობის ამ ციკლის დასრულების შემდეგ.

სიახლეები

ვისაც დავალება არა აქვს, ყველასთან მზად ვართ… შედგეს პირველი დებატები – კობახიძე

-ინტერპრესნიუსი- მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები...

გიორგი ვაშაძის პატიმრობის ვადა ამოიწურა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდება. მას პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ვაშაძის გამოსვლას რუსთავის მე-12...

პუტინი კრემლში სტივენ უიტკოფს შეხვდა

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან...

აშშ-ის მორიგი მიზანი, შესაძლოა, კუბაში კომუნისტური რეჟიმის შეცვლა იყოს – WSJ

ინფორმირებული პირები Wall Street Journal-ს უყვებიან, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კუბაში კომუნისტური რეჟიმის შეცვლა...