მთავარისიახლეებისპორტივარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

Published on

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი იაპონელ მაშუ ბეიკერთან ერთი იუკოთი დამარცხდა.მოვახერხე ის, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი და რაც ჩემი დიდი სურვილი იყო, – ამის შესახებ ოლიმპიური თამაშების რიო 2016-ის ვერცხლისმედალოსანმა, ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალის შემდეგ განაცხადა. ლიპარტელიანი იმედოვნებს, რომ ქართველი ძიუდოისტები – ბექა ღვინიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი დღეს და ხვალ წარმატებას მიაღწევენ. ”ვერ მოვახერხე ის, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი და რაც ჩემი დიდი სურვილი იყო. ძალიან მინდოდა გავმხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ ამჯერად არ გამომივიდა. იმედი მაქვს, ბიჭები წარმატებას მიაღწევენ. გული დამწყდა ავთოს (ჭრიკიშვილი) დამარცხებაზე. მინდოდა შემემსუბუქებინა ის ტკივილი, რაც გუშინ იყო, მაგრამ ვერ მოვახერხე”, – განაცხადა ლიპარტელიანმა. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. მანამდე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გახდა. 
 

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...