შარიანი ძმები – რატომ სცემა გედევან ფოფხაძის ძმამ ლეიბორისტი გიორგი გიუაშვილი

0
438
არასამთავრობობო ორგანიზაციები ეხმაურებიან  ინციდენტს,  რომელშიც დეპუტატ გედევან ფოფხაძის ძმა,  ბორჯომის საკრებულოს,ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ბესო ფოფხაძე ფიგურირებს.
მათი აზრით,  ამ და ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის განცხადებაში მოყვანილი სხვა ფაქტებით პროკურატურა უნდა  დაინტერესდეს.  
“განცხადებაში, რომელშიც პარლამენტის ორი წევრი ავრცელებს, საუბარია ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, ალბათ  მათ უნდა მიემართათ პროკურატურისთვის და პროკურატურამ აუცილებელია ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. თითოეული მოსამართლე უნდა დაიკითხოს და პასუხები უნდა გაეცეს იმ ფაქტებს, რაზეც ეს ორი დეპუტატი საუბრობს,“ – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა  სამართლებრივ საკითხებში ნინო ლომჯარიამ.
 
შეგახსენებთ, გუშინ ბორჯომში ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გიუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომელშიც  ბესო ფოფხაძეს მის  ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას მოითხოვს. გიუაშვილის  თქმით, ფოფხაძემ  თანმხლებ პირებთან ერთად გზა გადაუღობა და არ მისცა საარჩევნო აგიტაციის ჩატარების შესაძლებლობა., რასაც შელაპარაკება მოყვა და  დასრულდა იმით, რომ ფოფხაძე ფიზიკურად გაუსწორდა მას .
 თავად ბესო ფოფხაძე უარყოფს გიუაშვილის ბრალდებას ფიზიკურ დაპირისპირებაში, თუმცა ადასტურებს, რომ  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და  ეს მხოლოდ პატარა ეპიზოდი იყო გიუაშვილსა და მას შორის  არსებულ დაპირისპირებაში. დღეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი პატარა ეპიზოდი, რომლის შედეგადაც ის ნამდვილად არ დაზარალებულა. მე მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე, მაგრამ ეს იმ დროს მოხდა, როდესაც მან მანქანიდან, ხმამაღლა, მეგაფონში, შეურაცხყოფა მიაყენა მაჟორიტარ დეპუტატს, „ოცნებას“,-განაცხადა ბესო ფოფხაძემ.
 
დეპუტატი  გედევან ფოფხაძეც უარყოფს, რომ მისმა ძმამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა  გიორგი გიუაშვილს, უფრო მეტიც, ამტკიცებს, რომ  ცოტა ხნით ადრე თავად ლეიბორისტული პარტიის წევრმა მიაყენა შეურაცხყოფა მის ძმას 
“თავის დროზე ბატონმა გიუაშვილმა თვითონ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემს ძმას. ის  უბრალოდ განაწყენებულია იმიტომ, რომ რაღაც თანამდებობა უნდოდა, მაგრამ  ვერ მიიღო. მე მგონი ეს არ აძლევს უფლებას მას ფიზიკური შეურაცხყოფების მიყენების, არც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების,"- აცხადებს იგი.
 
ლაპარაკია   გახმაურებულ ინციდენტზე  გიუაშვილსა და ფოფხაძეს შორის, რომელიც   წელიწადნახევრის წინ, უკან, ბორჯომის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოხდა.
 იმ ამბავსაც, როგორც გუშინდელს, ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღწერდა:
„როცა საკრებულოს წევრები სხდომაზე შევიდნენ, ერთ-ერთმა მოქალაქემ თხოვნით მომმართა მე მას ვუსმენდი, ამ დროს უკნიდან დამეტაკა გიუაშვილი, რომელიც ფეხებს მირტყამდა შემდეგ ხელებს, მე მოვიგერიე ეს ობიექტი, ეს  პიროვნება, შემდეგ დაცვაც გამოვიდა, გაკოჭა და გაიყვანა.  სამწუხაროა, რომ ეს პირველი შეთხვევა არაა, საკრებულოს ეს ურჩი წევრი ასეთი დამოკიდებულებით სხვა დეპუტატების მიმართაც გამოირჩევა, აგრესიითა და უხამსობით პასუხობს ყველაფერს,“- აღნიშნა ფოფხაძემ იმ დღეებში ბორკჯომის ტელეკომპანიის ეთერში. 
,,მოქალაქეთა შეხვედრის დროს უკნიდან მომეპარა და თავს დამესხა. ჩემი მხრიდან თავდასხმა არ ყოფილა, იყო შელაპარაკება და თავს არავის გავალახვინებდი. პრინციპში, მე არც დამირტყია, შევაფურთხე სხვა არაფერი,"- აცხადებდა გიორგი გიუაშვილი 
 

ცნობისთვის, ძმები ფოფხაძეები მსგავსი ტიპის  სკანდალებში  ხშირად ეხვევიან. 2013 წლის მარტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საკრებულოს წევრ ვეფხვია გრიგალაშვილს მობილური ტელეფონი ესროლა და შუბლი გაუტეხა. შემთხვევის შედეგად მიყენებულ ჭრილობაზე დაზარალებულ გრიგალაშვილს  მაშინ ბორჯომის საავადმყოფოში რამდენიმე ნაკერი დაადეს.
 
 
 
 
წინა სტატიავარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა
შემდეგი სტატიაპირველი კონცერტი Gem Fest – ის ფარგლებში, გათიშული ელექტროენერგია და უგულვებელყოფილი ,,კაზანტიპის გაკვეთილი”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური