მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში როლანდ ახალაიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უახლოეს დროში იმსჯელებენ

პარლამენტში როლანდ ახალაიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უახლოეს დროში იმსჯელებენ

Published on

,,ინტერპრესნიუსის'' ცნობით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს უზენაესი სასამართლოსგან დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.  როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის აცხადებს, სასამართლოს განაჩენის მიღებიდან, სავარაუდოდ მეორე დღესვე კომიტეტის სხდომას მოიწვევენ, სადაც მსჯელობის საგანი ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი იქნება.
 
“მას შემდეგ, რაც როლანდ ახალაიას მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ჩვენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მივმართეთ, რომ განაჩენი მოგვაწოდონ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე დღეში ჩვენ ეს განაჩენი გვექნება. როდესაც ამ განაჩენის შესახებ გაჟღერდა, გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გახდა ცნობილი. უზენაეს სასამართლოს ორკვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ მთლიანი გადაწყვეტილება, მათ შორის სამოტივაციო ნაწილი, იყოს გაწერილი.. როგორც კი ამ გადაწყვეტილებას  მოგვაწვდიან, 15-დღიან ვადაში საკომიტეტო სხდომას ჩავატარებთ და შესაბამისს დასკვნას მივიღებთ. თუკი დადასტურდა, რომ დეპუტატის მიმართ მიღებულია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ეს უკვე არის როლანდ ახალაიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ჩვენ დასკვნით პარლამენტის ბიუროს მივმართავთ. ბიურო საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიტანს”, – განაცხადა ”გიორგი კახიანმა. 
 
 
 

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...