მთავარისიახლეებიკონფლიქტები“ ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს ქართული სახელმძღვანელოების მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე...

“ ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს ქართული სახელმძღვანელოების მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის გრიფირებული სახელმძღვანელოების მიწოდება უზრუნველყოს.
ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია დღეს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სერგო რატიანმა და პარტიის წარმომადგენელმა მარიამ რამინაშვილმა გამართეს.
როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, ნაცუიონალური მოძრაობა  მთავრობისგან მოითხოვს  საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებიზე მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. 
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც მოსწავლეების 97 %, მასწავლებლებისა და სკოლის სხვა თანამშრომლების 91 % კი ეთნიკურად ქართველია, ხოლო მათი მშობლიური ენა – ქართული,  განათლების ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. – განაცხადა სერგო რატიანმა –  2013 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა დაიწყო  ე. წ. სასწავლო რეფორმა, რომლის ფარგლებში  ქართული სკოლების რაოდენობა გალის რაიონში ჯერ 31-დან 11-მდე შემცირდა,  ხოლო 2015 წლიდან  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული სკოლის სტატუსი საერთოდ გაუქმდა და ქართული ენა ორსაათიან არასავალდებულო საგნად მხოლოდ რამდენიმე სკოლაში დარჩა, ისიც დაწყებით კლასებში. ლაპარაკი ზედმეტია ქართულ ენაზე სწავლის შესაძლებლობაზე ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს მიკუთვნებულ გალის სოფლებში ''. მისი თქმით, ამ რთულ მდგომარეობას დაემატა ის ფაქტიც, რომ გასულ სასწავლო წელს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქართული გრიფირებული სახელმძღვანელოების  მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის. შესაბამისად, მოსწავლეები სასწავლო პროცესში მხოლოდ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წიგნებს იყენებენ“ –
მარიამ რამინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქართული ენისა და ქართული ისტორიის სწავლება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი არაა.
„ქართულ სახელმძღვანელოებში აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და ამ ინფორმაციის მოსწავლეთათვის მიწოდება ქართული პოლიტიკის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს“, – განაცხადა მარიამ რამინაშვილმა. .

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...