მთავარისიახლეებითვალსაზრისიაფხაზი მეცნიერები თვლიან, რომ სოხუმს სახელი უნდა გადაერქვას და ამრა...

აფხაზი მეცნიერები თვლიან, რომ სოხუმს სახელი უნდა გადაერქვას და ამრა ეწოდოს, ახალ ათონს – ამზა

Published on

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი იურისტი რამგარ მარშანი თვლის, რომ სოხუმს სახელი უნდა გადაერქვას და ამრა ეწოდოს 
,,ეს გაცილებით მომგებიანი სახელია მნიშვნელობისა და წარმოთქმის თვალსაზრისით. ცნობილია, რომ ,,სუხუმ'' თურქი კოლონისტების მიერ დარქმეული სახელია  და მისი შეცვლის საჭიროება აშკარაა.- აცხადებს იგი –  საკითხავი მხოლოდ ის არის, , რა სახელით უნდა ჩავანაცვლოთ იგი?  ვფიქრობ, საუკეთესო სახელი იქნება ,,ამრა " ( მზე) .
 
მარშანის თქმით, ,,ეს სახელი გამართლებულია იმითაც, რომ სიტყვა ,,ამრას'' აფხაზური ფესვები აქვს, მაგრამ  იოლად წარმოითქმის მსოფლიოს ხალხთა ნებისმიერ  ენაზე. ამასთან ძალიან ლამაზია,  თუმცა არასოდეს გამოყენებულა ქალაქის სახელწოდებად , თურქებს  არ უკითხავთ აფხაზებისთვის, როცა ეს სახელი შეურჩიეს მათ დედაქალაქს. სინდისს არც ბერძნები, არც რომაელები შეუწუხებია, როცა ქალაქს თავიანთი ნებისამებრ არქმევდნენ სახელს. 
ახალი სახელწოდება ძალიან სიმბოლური იქნება ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან სოხუმი მზით გასხივოსნებული  ადგილია და ამასთან ,,ამრა'' უბრალოდ სინათლესა და სითბოს კი არ ნიშნავს, არამედ სასიცოცხლო ძალასა და  ენერგიას .'' 
 
რამგარ მარშანი თვლის, რომ,, სოხუმის 2500 წლისთავის აღნიშვნა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია :  სოხუმი სინამდვილეში სულ რაღაც 292 წლისაა, ეს სახელი რუქაზე მხოლოდ 1724 წელს გაჩნდა თურქების ძალისხმევით , 2500 წელი კი დიოსკურიის ასაკია, დიოსკურიისა, რომელიც აღარ არსებობს. ''
 
რამგარ მარშანის სიზმრები ამაზეც არ წყდება – იგი აცხადებს, რომ სახელი უნდა გადაერქვას ახალ ათონსაც და ამზა ( მთვარე)ეწოდოს. 
იგი დასძენს, რომ სახელების გადარქმევა არ არის დაკავშირებული დიდ ფინანსურ დანახარჯებთან , რადგან ამზა და ამრა ერთნაირად იწერება და წარმოითქმის როგორც აფხაზურ, ისე რუსულ ენებზე 
 
მარშანის ამ ,,ღრმად მეცნიერულ ნაშრომს'' დადებითი გამოხმაურება მოყვა აფხაზეთის სამეცნიერო წრეებში. ასე მაგალითად, აფხაზეთის უნივერსიტეტის აფხაზური ენის კათედრის გამგის ბათალ ხაგუშისა და აფხაზეთის ენისა და  ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, აფხაზეთის უნივერსიტეტის  ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის სოსლან სალაყაიას რეცენზიებში. 
 
აფხაზი მეცნიერის ეს ზღვარსგადასული თავხედობა სხვა მიზეზებთან ერთად პირდაპირი შედეგია   სოხუმის ( ცხუმის) ნამდვილი მნიშვნელობის მიჩუმათებისა და, საერთოდ,  მეგრული ტოპონიმებისადმი ნომენკლატურული სამამულო  მეცნიერების ჩასაფრებული მიდგომისა და წაყრუებისა,    აბა, ახლაც ესროლონ ქვა სულნათელ  პავლე ინგოროყვას, რომელსაც ობსტრუქცია მოუწყვეს  ,,გიორგი მერჩულესათვის'' .
 
 
 
 

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...