მთავარისიახლეებისაზოგადოებანივთები, რომელიც 2020 წელს აღარ იარსებებს- ambebi.ge

ნივთები, რომელიც 2020 წელს აღარ იარსებებს- ambebi.ge

Published on

მსოფლიოს ახალგაზრდა მეწარმეებით დაკომპლექტებული საბჭოს წევრები იმ ინდუსტრიებსა და ნივთებზე საუბრობენ, რომლებიც ხუთ წელიწადში შესაძლოა, ყოვლად უსარგებლო გახდეს ადამიანისთვის.მათ შორის მოხვდა სახლის ტელეფონებიც. ახალგაზრდა მეწარმეების თქმით, კომუნიკაციის საშუალებად ადამიანები თანდათან უფრო ნაკლებად იყენებენ სახლის ტელეფონებს, ისინი თითქმის უკვე ჩაანაცვლა "სმარტფონებმა". რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გაქრობა ემუქრება მობილურ ტელეფონებსაც. მობილური ტელეფონების ფუნქცია შეითავსა პორტატულმა კომპიუტერებმა. მეწარმეების პროგნოზით, 2020 წელს ქაღალდის ინდუსტრიაც ნელნელა გაქრება. მისი გამოყენება საბოლოოდ არ შეწყდება, თუმცა, იგი საკმაოდ მოძველებული გამოყენებადი ნივთი გახდება, ვინაიდან ყველა მონაცემის და დოკუმენტის შენახვა ციფრულ ფორმატში მიმდინარეობს. გაქრობა ემუქრება საკაბელო ტელევიზიასაც, მას თანდათან ინტერნეტი ანაცვლებს, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი კი დღითიდღე მსოფლიოს უფრო მეტ ტერიტორიას ფარავს.ახალგაზრდა მეწარმეები ვარაუდობენ, რომ მალე საფულეებიც გაქრება. მოსახლეობა იმდენად სწრაფად გადადის ელექტრონულ ყიდვაზე, რომ მალე ძველი ტყავის საფულეები უსარგებლო ნივთად იქცევა. მეწარმეების პროგნოზით, რამდენიმე წელიწადში დაიკლებს კინოთეატრების ვიზიტორების რიცხვიც. ვინაიდან მაღალი ხარისხის ტელევიზორების და სახლის პატარა კინოთეატრების მყიდველთა რიცხვი იზრდება. ამიტომაც მოსახლეობა თანდათან უფრო აქტიურად ანიჭებს უპირატესობას ფილმის სახლში ყურებას ვიდრე კინოში წასვლას და იქ ამისთვის თანხის გადახდას.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...