მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციურმა პარტიებმა რეკლამის შესყიდვის წესის შესახებ გენერალური აუდიტორის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრეს

ოპოზიციურმა პარტიებმა რეკლამის შესყიდვის წესის შესახებ გენერალური აუდიტორის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრეს

Published on

ოპოზიციურმა პარტიებმა რეკლამის შესყიდვის წესის შესახებ გენერალური აუდიტორის მიერ გამოცემული ბრძანება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”თავისუფალი დემოკრატებიდან” აცნობეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ოპოზიციური პარტიების განცხადებას გენერალურ აუდიტორის ლაშა თორდიას მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.”რამდენიმე დღის წინ, "ქორთიარდ მარიოტში" ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალმა დემოკრატებმა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესი გააპროტესტეს და სხვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებას ჩვიდმეტმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი. განცხადებაში დეტალურად არის გაწერილი ის შენიშვნები, რომლებიც აქვს ოპოზიციურ პარტიებს გენერალური აუდიტორის მიერ მოწერილ ბრძანებულებასთან, რომლის მიხედვითაც ახლებურად დარეგულირდა პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის წესი. ახალი რეგულაციით პოლიტიკურმა პარტიებმა წინასწარი ანგარიშსწორება უნდა მოახდინონ, რაც განცხადების ხელმომწერების აზრით გააუარესებს საარჩევნო გარემოს.,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აუდიტს არ აქვს უფლება რაიმე სახით ჩაერიოს პარტიასა და კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობაში და განსაზღვროს რეკლამის შესყიდვის წესი. მან სხვა პოლიტიკურ პარტიებს გააცნო სარჩელის შინაარსი, ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს ,,ირაკლი ალასანია – თავისფალი დემოკრატების“ შეთავაზება და მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ თუ კვირის ბოლომდე გენერალურმა აუდიტორმა არ შეცვალა მის მიერ გამოქვეყნებული ბრაძანებულება, სარჩელს სასამართლოში შეიტანენ. ოპოზიცური პარტიების განცხადებას გენერალურ აუდიტორის ლაშა თორდიას მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, 5 აგვისტოს 11:00 საათზე, ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატებმა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიტანეს სარჩელი საქალაქო სასამართლოში რეკლამის შესყიდვის წესის შესახებ და სარჩელის უზრუნველსაყოფად ამ აქტის მოქმედების შეჩერება მოითხოვეს”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....