მთავარისიახლეებისაზოგადოებაანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა

ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა

Published on

კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუკზე აგრუნის უკვე ყოფილი რექტორი ლაშა გოცირიძე ავრცელებს. გოცირიძის თქმით აღნიშნული ცვლილება ორი მიზეზის გამო მოხდა, პირველი ის, რომ განვითარება მოითხოვს მუდმივ ცვლილებებს, დახვეწას, გაუმჯობესებას, ამიტომ რექტორის ცვლილება განვითარების, გარკვეულ ეტაპზე უნივერსიტეტისთვის სასარგებლოა. მეორე მიზეზად კი გოცირიძე იმ პროექტებს ასახელებს, რომელშიც თავად არის ჩართული და რომლებისთვისაც მეტი დროის დათმობას გეგმავს:
„მეგობრებო, კოლეგებო,მე ძალიან მიხარია, რომ 2011 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დიდი და გამორჩეულად თბილი ოჯახის წევრი გავხდი. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით, თქვენთან ერთად მემუშავა აგრარული განათლებისა და მეცნიერების მოდერნიზების საქმეზე. ჩვენმა შრომამ შედეგები მალევე გამოიღო, დღეს აგრარულ უნივერსიტეტში სწავლაც და მოღვაწეობაც ყველასთვის საამაყოა. თქვენთან ერთად მიხარია ჩვენი უნივერსიტეტის მიღწევები და გული მწყდება იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ვერ შევძელით. დაბეჯითებით მჯერა, რომ უნივერსიტეტი გააგრძელებს შემდგომ განვითარებას.განვითარება მოითხოვს მუდმივ ცვლილებებს, დახვეწას, გაუმჯობესებას. განვითარების გარკვეულ ეტაპზე უნივერსიტეტისთვის სასარგებლოა რექტორის ცვლილებაც. ახალი რექტორი ახალი ენერგიით და იდეებით შეძლებს უნივერსიტეტის კიდევ უფრო წინ წამოწევას. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძირითადი ქარტეხილები ერთად უკვე გადავლახეთ და ამჟამად კარგი დროა ასეთი ცვლილებისთვის.
ალბათ იცით, რომ უნივერსიტეტში საქმიანობის პარალელურად, კონსულტაციებს ვუწევდი სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ ბიზნეს პროექტებს, ვღებულობდი სხვადასხვა შემოთავაზებებსაც. მათ შორის, ჩემთვის ყველაზე საინტერესო გამოწვევა და მიმზიდველი პროექტი არის უკრაინაში, კერძო უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნება, მისი ფაქტიურად ნოლიდან შექმნა. კონსულტანტის რანგით წელიწადზე მეტია ჩართული ვარ უკრაინის ამერიკული უნივერსიტეტის (American University of Ukraine) დაარსების საქმეში. პროექტის განვითარებასთან ერთად, საჭირო ხდება ჩემი უფრო მეტი ჩართულობა. მაქვს შესაბამისი შემოთავაზებაც.
ამ ორი ძირითადი ფაქტორის გამო, გადავწყვიტე დავტოვო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. აგვისტოს თვეში დასვენების შემდეგ, საკმაოდ კარგი და საინტერესო უკრაინული გამოწვევის მიღებას ვაპირებ.
ცოდნის ფონდის დამფუძნებლის, ანასტასია გონჩაროვა-ბენდუქიძის შემართების, მომავალი რექტორის ახალი ენერგიისა და იდეების, და თქვენი ცოდნისა და გამოცდილების სინერგიის შედეგად, დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად აღვნიშნავ ჩვენი უნივერსიტეტის მომავალ წარმატებებს.“- წერს ლაშა გოცირიძე.

სიახლეები

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...

ყალბ ფხვნილებს ამზადებდნენ და ცნობილი ბრენდების სახელით ყიდდნენ-დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქვემო ქართლში ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინეს. საქმეზე...