მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩეხეთი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ არც ერთ მიგრანტს არ მიიღებს.

ჩეხეთი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ არც ერთ მიგრანტს არ მიიღებს.

Published on

ჩეხეთის მილიარდერი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ანდრეი ბაბიში ევროკავშირს აფრთხილებს, რომ არ მიიღებს “არც ერთ მიგრანტს, დროებითაც კი”. “ცალსახად ვამბობ, რომ მას შემდეგ რაც ხდება ევროპაში, ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ მიგრანტს, დროებითაც კი და თუ ევროკომისია ამის გამო სანქციებს გამოიყენებს, ჩვენ მას ვუჩივლებთ”, – განაცხადა ბაბიშმა.როგორც euroline.ge წერს, ვიცე-პრემიერის განცხადება მოჰყვა საბერძნეთის პოზიციას, რომ საჭიროა “გეგმა ბ” იმ შემთხვევისთვის, თუ თურქეთი საემიგრაციო შეთანხმებას დაარღვევს. პორტალის განმარტებით, ევროკომისია აპირებს ლტოლვილთა კვოტების სისტემის ამოქმედებას, რომლის მიხედვით, ყველა ქვეყანა ვალდებულია მიიღოს მიგრანტები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თითოეულ მიგრანტზე, რომელსაც საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვებს, 250 000 ევროთი დაჯარიმდება. “ეს უაზრობა და აბსურდია. თუ ეს მოხდება, ჩვენ ევროკომისიის წინააღმდეგ სარჩელს შევიტანთ“, – განაცხადა ბაბიშმა. 
 
ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=9744

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...