მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუსტდება ზუგდიდში, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების მიზეზები

ზუსტდება ზუგდიდში, “გალფის” ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების მიზეზები

Published on

ზუსტდება  ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე  მომხდარი აფეთქების მიზეზები.  
წუხელვე გავრცელებული ხმებით, აფეთქება სავარაუდოდ გამოიწვია დაუდგენელი  პირის მიერ   ურნაში  ჩაუქრობელი სიგარეტის ჩაგდებამ   და ნაგვის აალებამ.  არ არის გამორიცხული სხვა ვერსიაც საწრეტში საწვავის აალება.  
 სამართალდამცავი ორგანოების მიერ  ადგილზე ჩატარებულია მოკვლევა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია აფეთქების შესაძლო მიზეზების შესახებ. 
 აფეთქება გუშინ, გვიან ღამით მოხდა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია ბენზინგასამართი სადგურის შენობა.
მოსახლეობისა და თვითმხილველების ინფორმაციით, ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სადგურის მიმდებარე სახლები შეაზანზარა,  თუმცა ბევრს მომხდარის შესახებ იმ მომენტში არც გაუგია, რადგან აფეთქების ხმა   იმ წუთებში დადიანების სასახლის ეზოში მიმდინარე GEM FEST-ის კლიპის პრეზენტაციის თანმხლები ფეირვერკების ხმად მიიჩნია.
ადგილზე მობილიზებულ იქნენ   შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები, მათ დროულად შეძლეს აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია. 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  დაწყებულია გამოძიება. საქმე 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

სიახლეები

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...