მთავარისიახლეებიკონფლიქტებიზუსტად 8 საათი ელოდა ენგურის ხიდზე, ჟურნალისტებთან ერთად,...

ზუსტად 8 საათი ელოდა ენგურის ხიდზე, ჟურნალისტებთან ერთად, ლალი ბასარია მისი მეუღლის გიორგი ლუკავას განთავისუფლებას

Published on

ზუსტად 8   საათი ელოდა   ენგურის ხიდზე ჟურნალისტებთან ერთად, ლალი ბასარია მისი  მეუღლის გიორგი ლუკავას  განთავისუფლებას. გიორგი ლუკავა 2011 წელს  აფხაზეთში   „ტყის  ძმების“  ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავეს და ოც წლიანი პატიმრობა  მიუსაჯეს , ის უკვე მეოთხე წელია რაც „დრანდის“ ციხეში იხდის სასჯელს.
 ლალი ბასარია ჩვენთან საუბარში  განმარტავს, რომ  ის ამ საქმესთან დაკავშირებით ყოფილ სახელმწიფო მინისტრს,   პაატა  ზაქარეიშვილსაც შეხვდა, ზაქარეიშვილი მას   აფხაზებთან მოლაპარაკებას და ტყვეების გაცვლას  დაჰპირდა.   მისი ინფორმაციით, გიორგი ლუკავას განთავისუფლება  სწორედ დღეს,  2 აგვისტოს უნდა მომხდარიყო, თუმცა მოლოდინი  ამაო  აღმოჩნდა , რადგან გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ხუთმხრივი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების  დეპარტამენტის  ხელმძღვანელის, დავით კობახიძის განცხადებით, გიორგი ლუკავას განთავისუფლება საერთოდ  არ იყო ნახსენები ტყვეთა გაცვლის  დოკუმენტში, მაგრამ ქართული მხარე  ყველაფერს  გააკეთებს იმისთვის, რომ  ლუკავა დროზე  ადრე განთავისუფლდეს პატიმრობიდან.
გიორგი ლუკავას  მეუღლე ქართულ დელეგაციას  უმოქმედობაში  და აფხაზურ მხარესთან გარიგებაში ადანაშაულებს , იგი მომავალში ენგურის  ხიდზე ფართო მაშტაბიანი აქციებით იმუქრება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...