მთავარისიახლეებიმსოფლიოსირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

Published on

 სირიაში,   იდლიბის პროვინციაში  რუსული ვერტმფრენი “მი-8” ჩამოაგდეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენს ცეცხლი მიწიდან მაშინ გაუხსნეს , როცა ის ჰმეიმიმის ავიაბაზაზე ბრუნდებოდა ქალაქ  ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ .
”ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის სამი წევრი და სირიაში მეომარი მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ორი ოფიცერი. '' – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. 
მომხდარს ეხმაურება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი, მისი მონაცემებით, ვერტმფრენში მსხდომი  ხუთივე ადამიანი დაიღუპა. ,,ისინი გმირულად დაიღუპნენ, რადგან ცდილობდნენ რაც შეიძლება შორს წაეყვანათ ალმოდებული ვერტმფრენი, რომ თავიდან აერიდებინათ კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი, თუკი იგი  იმ ადგილზე ჩამოვარდებოდა.'' აცხადებს პესკოვი.  
უცხოური საინფორმაციო სააგენტოები, მათ შორის   როიტერი, ავრცელებენს ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელებშია ატვირთული – კადრებში ჩანს შიშველი ადამიანის ცხედარი და დოკუმენტები, რომლებიც ვერტმფრენის ნამსხვრევებში აღმოჩნდა. 

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....