მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალურმა მოძრაობამ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

Published on

ნაციონალური მოძრაობის სახელით ბათუმში საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და თემურ დუმბაძე იბრძოლებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობისთვის კი ელგუჯა ბაგრატიონი, ნინო ჯინჭარაძე და გია აბულაძე.
კანდიდატები პარტიის ლიდერებმა წარადგინეს. ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მათ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაც განიხილეს. შეხვედრაზე ბათუმელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.
,,მენატრება ჩემი ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, მენატრება ყველა კუთხე კუნჭული ჩემი უსაყვარლესი მხარის, – ასე მიესალმა  წარდგენის ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას. 
მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში 2004 წლის მაისში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და ხალხს მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენებაში დახმარებისთვის. 
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ბათუმში მისი პრეზიდენტობის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და ბათუმელებს სთხოვა "კიდევ ერთხელ მიეცათ მისთვის მანდატი, რომ კუთხის განვითარებაზე ზრუნვა გააგრძელოს". როგორც მიხეილ სააკავშილმა აღნიშნა, ლევან ვარშალომიძე და ის ერთმანეთს "უსიტყვოდ უგებენ" და „ის არის მისი დასაყრდენი აჭარაში“. 
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც გააგრიტიკა. 
"ეს ოთხი წელიწადი ივანიშვილს ჰქონდა განსაკუთრებულად ცუდი დამოკიდებულება აჭარის მიმართ მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერს ჩემს ჯიბრზე აკეთებდა იმიტომ, რომ მე მქონდა კარგი დამოკიდებულება''- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
 

 
 
 

სიახლეები

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...