მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალიდან მინგარიეს ( მიგარიას) მასივის კვლევას ქართველი და ფრანგი სპელეოლოგების...

ხვალიდან მინგარიეს ( მიგარიას) მასივის კვლევას ქართველი და ფრანგი სპელეოლოგების ექსპედიცია იწყებს

Published on

 
ხვალიდან მინგარიეს( მიგარიას) მასივი  ქართულ- ფრანგულ საერთაშორისო ექსპედიციას უმასპინძლებს…
სპელელოგები დაზვერავენ და შეისწავლიან რამდენიმე  ახ ალ უფსკრულს,  ექსპედიციას  უმასპინძლებენ და მეგზურობას გაუწევენ ჩხოროწყუელი სპელეოლოგები  იგორ ფიჩხაია და რომან თოლორდავა.
,,  იმედი გვაქვს, აგვისტოს ექსპედიცია საინტერესო იქნება'' – ამბობს გამოცდილი სპელეოლოგი, სპელეოკავშირის  ხელმძღვანელი მამუკა ნიკოლაძე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ ექსპედიციის განსახორციელებლად
.
მინგარიეს კირქვული მასივი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი კარსტის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. იგი მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ პერიფერიულ ნაწილში, . ხობისწყლისა და  ტეხურის ხეობებს შორის. ადმინისტრაციულად კი ჩხოროწყუსა და მარტვილის რაიონებშია მოქცეული.
მინგარიეს მასივის მღვიმეთაგან აღსანიშნავია მის დასავლურ ნაწილში, კერძოდ,  სოფ. მუხურიდან 3 კმ-ის დაშორებით, მდ. ხობისწყლის მარცხენა მხარეზე, გასული საუკუნის 80-იან წლებში, გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ ადგილობრივ მცხოვრებთა ხელშეწყობით აღმოჩენილი და ნაწილობრივ გამოკვლეული კარსტული შურუბუმუს  მღვიმე.
მეცნიერთა ჯგუფი (ბ. გერგედავასხელმძღვანელობით) და ადგილობრივ იენთუზიასტები რამდენიმე წელია ცდილობე ნშურუბუმუს მღვიმის შესასვლელის გახსნას. მაგრამ მღვიმე თავის საიდუმლოებას დღემდე ინახავს. ფინანსური სირთულეების გამო რამდენიმე წელია სპელეოექსპედიციები შეწყდა.  იგორ ფიჩხაიას და რომან თოლორდავას ენთუზიაზმისა და დიდი ნებისყოფის შედეგად, მღვიმის შესასვლელის გახსნის მცდელობა დღემდე გრძელდება. მათი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს გათხრითი სამუშაოები და შესასვლელის ქვა-ღორღისაგან გაწმენდა.
 
სწორედ მათი ძალისხმევის შედეგია მინგარიეს უნიკალური მღვიმური სისტემების კვლევის განახლება როგორ მეცნიერული, ისე მათი ტურისტული გამოყენების პერსპექტივების დამუშავების მიზნით.  სწორედ ამ მიზანს ემსახურება მორიგი ქართულ-ფრანგული ექსპედიცია, რომელიც  ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის თანხმობით იწყება.
 
როგორც ექსპედიციის კოორდინატორი რომან თოლორდავა ამბობს, ეს არ არის ქართველ და ფრანგ სპელეოლოგთა ერთობლივი მუშაობის პირველი შემთხვევა და არც მისთვის არის პირველი მონაწილეობა მსგავს ექსპედიციაში.
..ჩემთვის შოკი იყო პირველად ნამდვილი უფსკრულის ნახვა…ეს იყო მიგარიის მასივის ყველაზე ღრმა და ლამაზი უფსკრული “ხავერდოვანა”. იმ დღიდან ოცნებად მექცა უფსკრულში ჩასვლა, თუმცა ამას წლები დასჭირდა და ბევრი ვარჯიში… ნანატრი დღც დადგა. 2004 წელს, ქართულ-ფრანგული საერთაშორისო ექსპედიციის ფარგლებში, ჩემს ფრანგ და ქართველ მეგობრებთან ერთად წილად მხვდა ბედნიერება, დამელაშქრა მიგარიის მასივის ყველა უფსკრული.
1998 წლიდანსაქართველოს სპელოკავშირის წევრი ვარ, რომელსაც შესანიშნავი ქართველი მამუკა ნიკოლაძე ხელმძღვანელობს. სპელეო-კავშირის მიერ სამეგრელოში განხორციელებული ყველა ექსპედიციის კოორდინატორი მე ვარ…ექპედიციებისდაფინასება, რათქმაუნდა, დიდი პრობლემაა. აქ ძირითად როლს ჩვენი უცხელი პარტნიორები და მეგობრები ასრულებენ.’’
 
 
ფოტოზე:  ,,დაისი მიგარიის მთაზე..''

 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...