მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრები წარადგინა

გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრები წარადგინა

Published on

პრემიერმინისტრმა რესპუბლიკელი მინისტრების შემცვლელები წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს თინა ხიდაშელის ნაცვლად  ლევან იზორია დაიკავებს. რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილს, მას ქეთევან ციხელაშვილი ჩაანაცვლებს. 
 
თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მას აქვს იურიდიული განათლება და სამართლის მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებს ფლობს.
 
რაც შეეხება ქეთევან ციხელაშვილს ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.
 
შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები ოფიციალურად დღეიდან დატოვეს. მათი პოსტიდან წასვლა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას უკავშირდება.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...