მთავარისიახლეებიმსოფლიოერევანში დაჯგუფება „სასნა წრერ“-ის ყველა წევრი ამ დროისთვის დაკავებულია

ერევანში დაჯგუფება „სასნა წრერ“-ის ყველა წევრი ამ დროისთვის დაკავებულია

Published on

ერევანში დაჯგუფება „სასნა წრერ“-ის ყველა წევრი ამ დროისთვის დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური ავრცელებს.
განცხადების თანახმად, გუშინ სამართალდამცველებმა ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და გაათავისუფლეს ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა, რომელშიც შეიარაღებული ჯგუფი იყო გამაგრებული.  „სასნა წრერ“-ის 20 წევრი
„სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა თანმიმდევრული და შეთანხმებული ქმედებებით, შეიარაღებული ჯგუფის წევრებს იარაღის დაყრა აიძულეს.
თავად „სასნა წრერ“-ის წევრებმა გაავრცელეს განცხადება, რომ იარაღის დაყრა ნებაყოფლობით, სისხლისღვრის აცილების მიზნით გადაწყვიტეს
როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარუჟან ავეტისიანმა აღნიშნა, ჯგუფმა მიაღწია საკუთარ მიზანს – გააღვიძოს ხალხი და რეჟიმთან ბრძოლაზე შთააგონოს.
მისივე თქმით, „სასნა წრერის“ ყველა წევრი დღეიდან თავს სამხედრო ტყვედ მიიჩნევს

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...