მთავარისიახლეებიმსოფლიოსტამბოლში ციხიდან გამოუშვეს 758 სამხედრო პირი, ერდოღანი სამხედრო აკადემიებს ხურავს

სტამბოლში ციხიდან გამოუშვეს 758 სამხედრო პირი, ერდოღანი სამხედრო აკადემიებს ხურავს

Published on

სტამბოლში ციხიდან გამოუშვეს 758 სამხედრო პირი, რომელთაც სამხედრო გადარტრიალების მცდელობასთან კავშირი ედებოდათ ბრალად. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ადგილობრივი პროკურატურის წარდგენით, წარდგინება ეყრდნობოდა მათი დაკითხვის შედეგებს. ამ დროისათვის დაკავებული 989 სამხედრო პირიდან 231 ჯერ ისევ პატიმრობაში რჩება.  
გუშინ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა    ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა სამხედრო აკადემიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
Haber Turkey-სთვის მიცემულ ინტერვიუშითურქეთის პრეზიდენტმა   განაცხადა, რომ სანაცვლოდ ეროვნული სამხედრო უნივერსიტეტების გახსნას გეგმავს. ერდოღანის თქმით, ეს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული რეფორმების ნაწილია, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღო. 
გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო შენაერთების მეთაურები და პოლკოვნიკები თავდაცვის მინისტრს დაექვემდებარებიან (ამ დროისთვის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ხელმძღვანელობის უმაღლესი ორგანო გენერალური შტაბია). ამრიგად, სამხედროები ამიერიდან სამოქალაქო პირებს დაექვემდებარებიან. 
ერდოღანის განმარტებით, თავად შეიარაღებული ძალების მეთაური და დაზვერვის ეროვნული სამსახურის უფროსი უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტს დაემორჩილებიან. 
გარდა ამისა, თურქეთში შემცირდება სამხედრო ჩინოვნიკებისა და მეთაურების რაოდენობა, სამაგიეროდ გაიზრდება ჟანდარმერიის შეიარაღებაზე მიმართული თანხები 
ერდოღანის თქმით, საკანონმდებლო ცვლილების ეს მცირე პაკეტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. 
 

 

 

 

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...