მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრაღაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავისუფლების ჯილდო გადასცეს

პრაღაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავისუფლების ჯილდო გადასცეს

Published on

პრაღაში კარლის უნივერსიტეტში გამართულ ცერემონიალზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავისუფლების ჯილდო გადასცეს. მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს შეხვდა და სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა. ლექცია ასევე უკრაინაში ქართული გუნდის მიერ დასახულ გეგმებსა და ქვეყანაში არსებულ მოცემულობას შეეხო.
 
„წარმატება დამოკიდებულია ლიდერობაზე. იმისთვის, რომ იყო ძლიერი ლიდერი, უნდა იფიქრო, რა შეგიძლია გააკეთო, რომ სხვებისგან განსხვავებული იყო. როდესაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პრეზიდენტი გავხდი საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო. ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში ვიყავით 127-ე ადგილზე და ჩემი პრეზიდენტობის ბოლო წლებში მეცხრე პოზიციაზე გადავინაცვლეთ. როგორ მივაღწიეთ ამას – ქვეყანას არ ჰქონდა ფული და ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორშიც ახლა უკრაინაა. მსოფლიოს ბანკის დახმარებისთვის გვჭირდებოდა რეფორმები, გვქონდა იდეა, რომ შეგვემცირებინა გადასახადები და ამ გზით გადამხდელებისთვის თანხის გადახდის პროცესი გაგვემარტივებინა. მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდის ექსპერტებმა გვითხრეს, რომ ეს დაუშვებელია და თუ ასე მოიქცევით, თქვენ საბიუჯეტო შემოსავალი შეგიმცირდებათ, ამ შემთხვევაში თანხას არ გამოგიყოფთო.
ჩვენ ვთქვით, რომ მაინც ასე მოვიქცეოდით. „ვარდების რევოლუცია“ უკვე ბრენდი იყო და საქართველოს მიტოვება არ იქნებოდა პოპულარული ნაბიჯი ამ ორგანიზაციისთვის, ამიტომ გვითხრეს, რომ დახმარების პროგრამას შეაჩერებდნენ. ჩვენ მაინც შევამცირეთ გადასახადები, სისტემაში ახალი ხალხი მოვიყვანეთ და შევცვალეთ ინსტიტუტები, შედეგად, რამდენიმე თვეში გავაორმაგეთ გადასახადების ამოღების მაჩვენებელი და საბოლოო ჯამში 11-ჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი. 9 თვის შემდეგ მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრები დაბრუნდნენ საქართველოში და განაცხადეს, რომ ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ რეფორმების ამ პროგრამას მხარი დაუჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალურად არ გაუკეთებიათ. რა თქმა უნდა ყველას მოსწონს შედეგი, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ გავამართლეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მოლოდინი, რადგან ასეთი რამ არავის გაუკეთებია მანამდე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში გამართულ ცერემონიალს ქართველი ახალგაზრდებიცესწრებოდნენ
,,ყოველთვის განსაკუთრებით მიხარია ქართველ სტუდენტებთან ურთიერთობა. მათზე ვამყარებ ჩემს მთავარ იმედებს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ვამზადებ წინადადებებს ქართული განათლების სისტემაზე და ახალ პროგრამას, რომელიც ფინანსურ საშუალებას მისცემს ქართველ ახალგაზრდობას დაბრკოლების გარეშე ისწავლონ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში", – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....