მთავარისიახლეებიმსოფლიოინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზა ბლოკირებულია

ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზა ბლოკირებულია

Published on

წუხელ, 23: 00 წუთზე  ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზის ირგვლივ  თურქეთის ძალოვანი უწყებების 7 ათასამდე თანამშრომელი განლაგდა. მათ ბლოკირებული აქვთ ბაზის ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი – ინფორმაციას  ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet ავრცელებს. ბაზის ბლოკირებას გამოცემა იმით ხსნის, რომ ვრცელდება ცნობები შესაძლო გადატრიალების შესახებ ადანაში, რომელიც ინჯირლიკის ბაზიდან  სულ რაღაც რვა კილომეტრში მდებარეობს. 
ამავე დროს თურქეთის მინისტრი ევროპის საქმეებში ომარ ჩელიკი თავის Twitter – ში ამტკიცებს, რომ ბლოკირება მოხდა  უსაფრთხოების სისტემის შემოწმების მიზნით და არა იმის გამო, რომ არსებობს კიდევ ერთი გადატრიალების მოლოდინი.  ,, მე ადანაში ვიმყოფები… ჩვენ ჩავატარეთ უსაფრთხოების სისტემის შემოწმება და როგორც გაირკვა, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის’’ – წერს იგი. 
Haber Turk – ის ცნობით, ბაზის ბლოკირებას სრულიად სხვა მიზეზი აქვს – დღეს თურქეთში აშშ შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის მეთაური ჯოზეფ დანფორდი ჩადის. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ანკარაში და და ინჯირლიკის ბაზაზე დისლოცირებული ამერიკული ჯარების მონახულება. 
 

სიახლეები

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...

რუსეთი საწვავს ინდური კომპანიებისგან ითხოვს

უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ნაწილის მწყობრიდან გამოყვანის შემდეგ, რუსეთის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა...