მთავარისიახლეებისაზოგადოება„სკოლა არ აძლევს შესაბამის ცოდნას მოსწავლეს...ჩვენ უნდა შევქმნათ რეპეტიტორების ალტერნატივა“- ალექსანდრე ჯეჯელავამ...

„სკოლა არ აძლევს შესაბამის ცოდნას მოსწავლეს…ჩვენ უნდა შევქმნათ რეპეტიტორების ალტერნატივა“- ალექსანდრე ჯეჯელავამ ზუგდიდელ პედაგოგებთან გერმანული მოდელის დანერგვაზე ისაუბრა.(video)

Published on

საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა   კულტურის ცენტრ“ოდიშის“  სააქტო დარბაზში  ზუგდიდის მნიციპალიტეტის   საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა, შეხვედრა კითხვა- პასუხის  რეჟიმში წარიმართა,  ალექსანდრე ჯეჯელევამ მომავალ გეგმებსა და პრიორიტეტბზე გაამახვილა ყურადღება. პედაგოგებმა სამეგრელოს რეგიონში და საჯარო სკოლებში არსებული პრობლემები წამოწიეს  და განიხილეს ის მნიშვნელოვანი თემები,  რომელიც სკოლების ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებას ეხება. მინისტრი განათლების სფეროში უახლოეს მომავალში ცვლილებების შეტანასც  გეგმავს. ალექსანდრე ჯეჯელავამ გერმანული მოდელის დანერგვაზეც ისაუბრა: “მოგეხსენებათ ბოლო კლასებში ბავშვებს ფაქტიურად უწევთ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება, სკოლა ეხლანდელი მდგომარეობით მოსწავლეს არ აძლევს შესაბამის ცოდნას და რეპეტიტორები ფარავენ ამ სხვაობას. ჩვენ უნდა შევქმნათ რეპეტიტორების ალტერნატივა, რომელიც  ფაქტიურად მისცემს საშუალებას მათ, ვინც უმაღლესში აბარებს, შესაბამისი მომზადება მოახერხონ და ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ოჯახის სოციალურ სტატუსზე. ანუ, ვისაც ბევრი ფული აქვს, მარტო ის  არ უნდა ახერხებდეს მეცადინეობას და ვისაც ნაკლები აქვს, ის არ უნდა იჩაგრებოდეს.“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...