მთავარისიახლეებისამართალიერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი და გამცილებელი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისთვის დააკავეს

ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი და გამცილებელი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისთვის დააკავეს

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი, გერასიმ ავეტისიანი და ამავე მატარებლის გამცილებელი, გეხამ კოსემიანი, დააკავა. მათ ბრალად დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჯგუფურად უკანონოდ რეალიზაცია ედებათ. ამი შესახებ განცხადებას ფინანასთა სამინიასტრო საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
 
 „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ერევანი – თბილისი – ბათუმის მატარებლით, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად და მალულად შემოჰქონდათ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის რეალიზაციას ქალაქ ბათუმში სხვადასხვა მოქალაქეზე ახდენდნენ. საგამოძიებო სამსახურმა ერთ- ერთი ასეთი რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა და ბრალდებულები, 1000 კოლოფი ,,ვინსტონი“- სა და ,,ქემელი“- ს მარკის უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის დროს დააკავა.“-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის მე – 2 ნაწილით მიმდნარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით
 
 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...