მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის მერი ნულსა და ოცდაექვსს ვერ არჩევს

თბილისის მერი ნულსა და ოცდაექვსს ვერ არჩევს

Published on

.ჩემთვის საოცარია „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, რომელიც პრაქტიკულად ნულთან ძალიან ახლოს არის'', – ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგებთან დაკავშირებით. 
 
დავით ნარმანია აცხადებს, რომ NDI-ის კვლევის შედეგების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. მერი დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი 8 ოქტომბერს „საქმის მკეთებელი გუნდის მიმართ“ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 
 
„იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცენ ხმა, დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენ გუნდის მხარდამჭერები არიან.უბრალოდ, არსებობს კატეგორია ადამიანების, რომლებიც გამოკითხვების დროს არ ასახელებენ, ვის მიმართ აქვთ სიმპათია. ვიცი, რომ საქმის მკეთებელი გუნდის მიმართ სიმპათია გააჩნიათ და 8 ოქტომბერს შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...