მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ჩიქოვანი მერიას "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყენებაში...

ირაკლი ჩიქოვანი მერიას “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყენებაში ადანაშაულებს

Published on

“თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ქალაქის მერია წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა.ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ ტენდერებზე,რომელიც ახალი ამბების სააგენტოების მომსახურებასა და სხვადასხვა ბეჭდური მასალების შესყიდვას ეხება. „თუ 2015 წლის ბიუჯეტში  საინფორმაციო კამპანიისთვის 19, 000 ლარი იყო გამოყოფილი, 2016 წელს ის 62 ათასამდე გაიზარდა. შესყიდვების განხორციელება არ მომხდარა თანაბრად ყველა კვარტალში. მესამე კვარტალში მერია საინფორმაციო კამპანიისთვის უფრო მეტს დახარჯავს, რაც იძლევა იმის საბაბს, ვიფიქროთ, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული იქნება წინასაარჩევნო კამპანიისთვის.“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. „თავისუფალი დემოკრატების“ ბრალდებებს მერიაში აბსურდულს უწოდებენ,საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ „ბევრი რამ, რასაც ბრალდების სახით გავეცანი,  კვალიფიციური თვალით თუ შეხედავ ძალიან ბუნდოვანია და აქედან ბევრი რამ ნამდვილად ვერ გავიგე“. მურთაზ ბოკუჩავას  განმარტებით, 2016 წლის საბიუჯეტო პარამეტრები იმ ხარჯების მოცულობას არ ცდება, რაც თავიდან იყო დამტკიცებული.“თუ მესამე კვარტალში უფრო მეტი იხარჯება საინფორმაციო კამპანიისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ იქ რომელიმე პოლიტიკური პირის პიარი იქნება განთავსებული, არამედ ეს არის იმისთვის რომ მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების ნუსხა განთავსდეს და მოსახლეობას მიეწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია“. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით პარტია მიმართავს უწყებათაშორის კომისიას, რათა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა არ მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება და წინასაარჩევნოდ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი.“ზუგდიდი უნდა იყოს სატესტო ქალაქი ამ შემთხვევაში“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...