მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაფრანგეთში თავდამსხმელებმა მღვდელს სავარაუდოდ, ყელი გამოჭრეს

საფრანგეთში თავდამსხმელებმა მღვდელს სავარაუდოდ, ყელი გამოჭრეს

Published on

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა საფრანგეთში. დანით შეიარაღებული ორი მამაკაცი ქალაქ პირი სენ ეტიენ დმძევლების გათავისუფლების ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა საფრანგეთში. დანით შეიარაღებული ორი მამაკაცი ქალაქ პირი სენ ეტიენ დიუ რუვრეს ეკლესიაში შეიჭრა და იქ მყოფი მღვდელი მორწმუნეებთან და მონაზვნებთან ერთად მძევლად აიყვანა. ერთ-ერთმა მონაზონმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ტაძარი სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია. გაისმა სროლიც ხმაც. პოლიციელებმა ორივე თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. მოკლულია მღვდელიც. თავდამსხმელებმა მას ყელი გამოჭრეს.საავადმყოფოში არიან გადაყვანილი დაჭრილი მძევალი და პოლიციელი. სენ ეტიენ დიუ რუვრეში უკვე გაემგზავრნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი. თავდასხმის მოტივი უცნობია.თვითმხილველთა განცხადებით, ეკლესიაში შეჭრის დროს თავდამსხმელები ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ამბობდნენ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...