მთავარისიახლეებისამართალიპოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია ციხიდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია ციხიდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

Published on

შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 15 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ადვოკატის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა.
უწყების ცნობით, იგი  2015 წლის დეკემბერში იქნა დაკავებული ბრალდებით, რომლის თანახმად ამისი და სხვა პირების   ორგანიზებით და უშუალო მონაწილეობით, 2012 წლის ივლისში, ქალაქ ზუგდიდში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, რომლისგანაც წამების და მუქარის გზით მოითხოვდნენ არარსებული ტერაქტის მომზადების აღიარებას.
 დაკავებული მაღალჩინოსანი  საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. საქართველოს პროკურატურის მიერ 13 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშიასთან ერთად საქმეში ბრალდებულები არიან: დათა ახალაია, გიგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...