მთავარისიახლეებისამართალისაკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე გაერთიანებული სარჩელის განხილვა განახლდა

საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე გაერთიანებული სარჩელის განხილვა განახლდა

Published on

საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე გაერთიანებული სარჩელის განხილვა განახლდა. 
მოსარჩელეების დავა ეხება  სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლს, რომელიც გაფლანგვას გულისხმობს.
გიგი უგულავას ადვოკატს მიაჩნია, რომ მოქმედი მუხლი არ არის მკაფიო და ის შეიძლება, კანონიერად გახარჯული თანხის შემთხვევაშიც იყოს გამოყენებული პოლიტიკური ან სხვა რაიმე დატვირთვის მქონე საქმეების განხილვის დროს ამა თუ იმ ადამიანის დასაპატიმრებლად. 
ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულთა ადვოკატი სოსო ბარათაშვილი კი ამბობს, რომ მუხლს აკლია განმარტებები. 
ადვოკატების პოზიციას არ იზიარებს პარლამენტის იურისტი. მას მიჩანია, რომ მუხლი არ არის ბუნდოვანი. 
არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვები განუსაზღვრელი ვადით გადადოს, ამისათვის პლენუმის 5 მოსამართლის თანხმობა არის საჭირო. 
დღევანდელი სხდომა მედიისა და საზოგადოების განსაკუთრებულიყურადღების ცენტრშია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის  მიერ ამ დღეებში გაკეთებული სკანდალური განცხადების ფონზე, რომელშიც იგი მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მუქარასა და შანტაჟზე ისაუბრა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათზე თვალთვალში, მათ კომერციულ საქმეებზე ​ზეწოლაში დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებული იქნებიან სხვადასხვა საბაბით, აგრეთვე პირადი ინფორმაციის ხასიათის, ფალსიფიცირებული, მაგრამ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომელიც განიხილება სასამართლოში და მიმართულია იმისაკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ ან მაქსიმალურად გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი,“-აცხადებს პაპუაშვილი.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...