მთავარისიახლეებიმსოფლიოაფხაზური რაკურსით თურქეთის მოვლენებზე. 6 დაღუპული აფხაზურ- ადიღური დიასპორიდან

აფხაზური რაკურსით თურქეთის მოვლენებზე. 6 დაღუპული აფხაზურ- ადიღური დიასპორიდან

Published on

აფხაზეთში თურქეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. 
,,საგანგებო მდგომარეობის შემოღება თურქეთში სავსებით გამართლებულია – აცხადებს თურქეთში აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენელი ინარ გიცბა. – ჩვენი დიასპორის რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე ერთგვაროვანი არ არის, თუმცა, თუ  ცალკეული გამონათქვამების მიხედვით  ვიმსჯელებთ,  უმრავლესობა   თვლის,  რომ ერდოღანს სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა და  ეს იყო იძულებითი, მაგრამ აუცილებელი   ნაბიჯი  შიდაპოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისათვის. ’’
რაც შეეხება საგანგებო სიტუაციის შესაძლო ზეგავლენას აფხაზური დიასპორის ურთიერთქმედებებზე ისტორიულ სამშობლოსთან, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები აქ მოსალოდნელი არ არის. რადგან ერდოღანის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება არანაირად არ შეზღუდავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის გადაადგილების უფლებასაც. მართალია, არის გარკვეული შეზღუდვები, რომელიც, მაგალითად,  ,,აეროფლოტმა’’ შემოიღო როგორც დროებითი ღონისძიება, მაგრამ თურქეთის ავიახაზებთან რაიმე პრობლემა არ წარმოშობილა – რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, წინანდებურად შეუფერხებლად ხორციელდება რეისი ,,სოჭი – სტამბოლი’’. – აღნიშნავს გიცბა.  
 

აფხაზი რეპატრიანტი თურქეთიდან, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოთარ ჩქოტუა თვლის, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება თურქეთში  ცხოვრებას გაურთულებს ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც. ,,ეს აუცილებლად შეეხება მათაც. თურქეთი ევროპული ქვეყანა არ არის და იქ კანონები ისე ეფექტურად ვერ მუშაობს, ადამიანის უფლებები იქ ისე მაღალ დონეზე არ არის დაცული,  ამიტომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ძალა’’  – აცხადებს იგი.
 
უფრო ადრე,  19 ივლისს  თურქეთის აფხაზურ- ადიღურ დიასპორას მიმართა   ,,მოსკოვის აფხაზური დიასპორის’’  გამგეობის თავმჯდომარემ ბესლან აგრბამ. 
,,ძმებო აფხაზებო, თურქეთს ახლა ძნელი დღეები უდგას. ტერორისტული აქტები და პოლიტიკური არასტაბილურობა აისახება უბრალო მოქალაქეების ცხოვრებაზეც. გვინდა აღვნიშნოთ: ჩვენ ერთი ხალხი ვართ, . ერთი პატარა მშვენიერი ქვეყნის შვილები, რომლებიც ბედისწერამ და ისტორიამ მიმოფანტა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და თქვენს ტკივილს აღვიქვამთ როგორც საკუთარს.  მოგიწოდებთ, იქონიოთ  მოთმინება, პოლიტიკური და მოქალაქეობრივი გამძლეობა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ გადაიზარდოს სამოქალაქო  ომში და არ მოიტანოს შეუქცევადი შედეგები. '' – წერს იგი.
 
,,გადატრიალების მცდელობა  საფრთხეს უქმნიდა თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს – აცხადებს აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი მუჰამედ კოლბა – ამან იმოქმედა ჩვენზეც,  არათუ დიასპორის უდიდეს ნაწილზე, რომელიც საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენი თანამემამულეებიდან ბევრი მსახურობს სამართალდამცავ სტრუქტურებში, ბევრიც  – სხვადასხვა  მაღალ თანამდებობებზე. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როცა  რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში გაუმჯობესების ტენდენცია  შეინიშნება. ''
 
ცნობისათვის: თურქეთში აფხაზურ- ადიღური  წარმომადგენლობის მონაცემებით, სახლმწიფო გადატრიალების მცდელობის ღამეს დაიღუპა აფხაზურ- ადიღური  დიასპორის ექვსი  წარმომადგენელი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მმართველი პარტიის ,,სამართლიანობა და განვითარება’’ რეკლამების სპეციალისტი აბდულაჰ ოლჩოქი 16 წლის ვაჟიშვილთან ერთად, ანკარის ერთერთი პროვინციის პოლიციის სპეცდანაყოფის  მეთაური უფუქ ბაისანი , პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი ჯუნეთ ბურსა, აგრეთვე  ძმები ოსენები, რომელთა ისტორიული აფხაზური გვარია ბიდაა. გარდა ბოლო ორისა, ყველა დაღუპული ადიღური წარმოშობისაა.
 

სიახლეები

ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს – ოპოზიცია “ლელოს” და გახარიას გუნდს მიმართავს

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გუშინ საკუთარი საბოლოო გადაწყვეტილება გააჟღერეს და განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას...

ვანო ნადირაძეს დღეს დაკრძალავენ

ომის ვეტერანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს დღეს...

სასამართლომ ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა,და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა...

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...