მთავარისიახლეებისამართალითურქეთში პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული ერთ-ერთი ქართველი სავარაუდოდ საქართველოს მიერ ძებნილია

თურქეთში პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული ერთ-ერთი ქართველი სავარაუდოდ საქართველოს მიერ ძებნილია

Published on

არსებული ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ მარმარისში, პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული 5 ქართველიდან ერთ-ერთი პირი, საქართველოში დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება. ქართველები ამ დროსთვის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის არიან დაკავებულები. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ბოროტმოქმედებმა პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს, რის შემდეგად მას მანქანითაც გადაუარეს. როგორც მედია იუწყება, პოლიციელმა დამნაშავეებს ავტომანქანის გაძარცვის მცდელობისას შეუსწრო და დანაშაულის აღკვეთა სცადა. ”რა ინფორმაციაც ამ დროისთვის არის შესული საკონსულოში, არის ის, რომ დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, რაც თურქულ მედიაში პოლიციაზე დაყრდნობით ვრცელდება, მათ ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ედებათ. ამჟამად ჩვენი კონსული მიემგზავრება მარმარისში, რათა ადგილზე გაეცნოს სიტუაციას. რამდენადაც ვიცით, ამჟამად დაკავებულთა დაკითხვა მიმდინარეობს”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...