მთავარისიახლეებიპოლიტიკათურქეთში შეთქმულების 8 სავარაუდო მონაწილემ საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

თურქეთში შეთქმულების 8 სავარაუდო მონაწილემ საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

Published on

სამხედრო გადატრიალების მონაწილეები თურქეთის დატოვებას ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეთქმულების 8 სავარაუდო მონაწილე სამხედრო ვერტმფრენით საბერძნეთში გადავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ისინი საბერძნეთის პოლიციამ დააკავა.შეთქმულების ორგანიზატორებისა და მონაწილეების ქვეყნიდან გაქცევის აღსაკვეთად თურქეთის ხელისუფლებამ საზღვრებზე და აეროპორტებში კონტროლი გაამკაცრა.შეტყობინებაში, რომელიც მესაზღვრეებს გადაეგზავნათ, ფეტულა გიულის ორგანიზაციის წევრების სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, რომლებიც შეთქმულებაში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილები. მათი ვინაობა ჩხრეკების შედეგად ამოღებული მასალებით დადგინდა.ანკარაში დარწმუნებულები არიან, რომ სამხედრო გადატრიალება ამერიკაში მცხოვრები კლერიკის,ფეტულა გიულენის, ორგანიზაციამ დაგეგმა, რომელსაც "პარალელურ სახელმწიფოს" უწოდებენ. თავად გიულენი შეთქმულებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. 
 
რუსთავი2

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...