მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმშვენიერი ელენე - ირინა დოჩიას როლი სოხუმის არეულობებში

მშვენიერი ელენე – ირინა დოჩიას როლი სოხუმის არეულობებში

Published on

აფხაზური მედიის ცნობით, ამ დრომდე არ არის დადგენილი სად და ვის ხელშია 3 ივლისს გატაცებული ირინა დოჩია – გატაცების ფაქტის გამოძიებას სოხუმის პროკურატურა აწარმოებს.
,, არსებობს რამდენიმე სამუშაო ვერსია, თუმცა ამ ვერსიებს  და  გამოძიების დეტალებს, დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავახმაურებთ – აცხადებს სოხუმის დე- ფაქტო პროკურორი რუსლან თირქბა .
შეგახსენებთ, ირინა დოჩია აფხაზეთის პოლიტიკურ სპექტრში ერთერთი უძლიერესი პარტიის ,,ედიანაია აბხაზიას’’ პოლიტსაბჭოს მდივანია, იგი სამ ივლისს, ღამის 23 საათზე გაიტაცეს უცნობმა პირებმა სოხუმის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან . ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთისკენ იშვერენ ხელებს და აცხადებენ, რომ მისი გატაცება მოწინააღმდეგე მხარეს მოახლოებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში ტემპერატურის აწევისთვის სჭირდებოდა. მართლაც, ირინა დოჩიას გატაცებამ გარკვეული როლი შეასრულა 5 ივლისის მღელვარებაში, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ოპოზიციის ხელში ხელისუფლების   პროვოკაციულ ქმედებებში   დადანაშაულებისათვის და პირიქით. 
ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ მოქილიკე ხმებით არ გამოირიცხება სხვა, ყივჩაღისპაემნური  ვერსიაც – ,,აქეთ მე ვკვდები, იქით ის, ქალი წავიდა სხვისასა'' .
რეფერენდუმის საკითხი ამოიწურა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ირინა დოჩიას კვალს კი ვერც სამართალდამცავმა უწყებებმა და ვერც ახლობლებმა ჯერაც ვერ მიაგნეს. ირინა დოჩია 35 წლისაა, პროფესიით იურისტი, განათლება რუსეთში აქვს მიღებული, სხვადასხვა წლებში მუშაობდა  მოსკოვში, ფედერალურ  სამართალდამცავ სტრუქტურებში, აქვს სამხედრო წოდება – პოლკოვნიკი, 2014 -15 წლებში, სანამ პარტია ,,ედიანაია აბხაზიას“ პოლიტსაბჭოს მდივნად აირჩევდნენ,  მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ, ჰყავს  შვილი.
 
 
 

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...