მთავარისიახლეებიპოლიტიკაბათუმი მასპინძლობს კონფერენციას “საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება”

ბათუმი მასპინძლობს კონფერენციას “საქართველოს ევროპული გზა – სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება”

Published on

ბათუმში, სასტუმრო  Hilton Batumi-ს  საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს  რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია  “საქართველოს ევროპული გზა – სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება” . მასში ტრადიციულად მონაწილეობენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის, მედიის წარმომადგენლები. 
 
კონფერენციაზე განიხილება შემდეგი საკითხები: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება, ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
წელს პირველად, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ღამის სესია, რომლის მონაწილეებიც ჩეტემ ჰაუსის ფორმატში გაერთიანებულ სამეფოში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, ცოტა ხნის წინ გამართული რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, ევროპის მომავალზე იმსჯელებენ. ხვალ ,15 ივლისს, გაიმართება დისკუსია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, რომელსაც გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის  საპატიო თავმჯდომარე რასტისლავ კაჩერი გაუძღვება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციას  ესწრება საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის ორმხრივი შეხვედრა.
 
კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა" ბათუმში  2007 წლიდან ტარდება.  მისი ორგანიზატორია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ბათუმი- „საქართველოს საზაფხულო დედაქალაქი" – ყოველწლიურად მაღალი დონის ღონისძიებების პლატფორმად იქცა. წლევანდელი კონფერენციის საპატიო პარტნიორია გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი (GLOBSEC Policy Institute).

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...