მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკასაციო საჩივარი შეტანილია, რუსთავი 2 - ის ოფისში დღეს ბრიფინგია ჩანიშნული

საკასაციო საჩივარი შეტანილია, რუსთავი 2 – ის ოფისში დღეს ბრიფინგია ჩანიშნული

Published on

რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს 18 საათზე   ტელეკომპანიის ოფისში  გაიმართება გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრიფინგი. იგი გააკეთებს განცხადებას  სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით
შეგახსენებთ გუშინ შპს ,,ტელეკომპანია საქართველომ'', გიორგი და ლევან ყარამანიშვილებმა  შეიტანეს საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში განსახილველად.
მხარეთა ადვოკატების განცხადებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის.
 
„მოცემულ საქმეზე სახეზეა არა თუ ერთ-ერთი, არამედ კანონით გათვალისწინებული ამ საქმისთვის რელევანტური უკლებლივ ყველა – ოთხივე საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილი: არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი: საკასაციო საჩივარი ქონებრივ და არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე,“ – აღნიშნავენ ადვოკატები.
 

სიახლეები

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა – ექსპერტი

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის - ეს ჩვენება თბილისის საქალაქო სასამართლოში...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. დაკავებულის...

სააპელაციომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლოს კოლეგიამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი...

12 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში...