მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის საარჩევნო სია რუსი ოლიგარქის პოლიტიკური პროექტის სრული კრახის...

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის საარჩევნო სია რუსი ოლიგარქის პოლიტიკური პროექტის სრული კრახის ნათელი აღიარებაა

Published on

“ივანიშვილის საარჩევნო სია ნათელი აღიარებაა რუსი ოლიგარქის პოლიტიკური პროექტის სრული კრახის, ვინაიდან აშკარად წარმოადგენს არაფრისმთქმელი “ახალი სახეებით”, არსებული სიმახინჯის შენიღბვის უმწეო მცდელობას. ივანიშვილს ეგონა, რომ ჩვენ გვბაძავს და სინამდვილეში გამოუვიდა შევარდნაძისათვის მიბაძვა, რომელმაც თავისი დაღმასვლის პერიოდში სცადა “მოქალაქეთა კავშირში” ჩვენი რეფორმატორული ჯგუფის დაბალანსება CV-ბით შერჩეული, უცხოეთის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებით, რომლებიც მაშინაც სრული არარაობები აღმოჩდნენ.
ჩვენი პარტიის ყველა, მათ შორის ახალი კანდიდატი, სრულად შემდგარი და ჩამოყალიბებული ფიგურაა. “ნაციონალური მოძრაობა” არა მხოლოდ არ დაიშალა, არამედ გაძლიერდა ყველა განსაცდელის შემდეგ. “ოცნების” ამ ცარიელი სიის შემხედვარე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, ეს პოლიტიკური ჯგუფი გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი და ვეღარ დააბრკოლებს ქვეყნის წინსვლასა და აღმშენებლობას”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...