მთავარისიახლეებისამართალიინციდენტი ზუგდიდში- პატრულის თანამშრომელსა და მაღაზიის მეპატრონეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.(Video)

ინციდენტი ზუგდიდში- პატრულის თანამშრომელსა და მაღაზიის მეპატრონეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.(Video)

Published on

საპატრულო პოლიციის თანამშრომელსა და და ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონეს შორის წუხელ ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების კადრები მაღაზიის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, მაღაზიის მეპატრონე ხვიჩა ბარამია, რომელიც ინციდენტში მონაწილე დავით ბარამიას მამაა, ყვება, რომ მისმა შვილმა დაურეკა და შეატყობინა ინციდენტის შესახებ,„პატრულის თანამშრომელს ბავშვი საქმის გარჩევის მიზნით მანქანაში ჩაუსვამს, რომ მოვედი ურტყამდა, ჩემი ბიჭი ნაცემია,იარაღი ეჭირა ხელში, გადატენა და დაუმიზნა, ამ დროს ატყდა ერთი ამბავი და უკვე პატრულის სხვა თანამშრომლებიც მოვიდნენ“- განუცხადა ჟურნალისტებს ხვიჩა ბარამიამ. საპატრულო პოლიციაში ფაქტზე განმარტებებს არ აკეთებენ, დავით ბარამია პოლიციის განყოფილებაში დღეს დაიკითხა, მამამისს- ხვიჩა ბარამიას კი ამ წუთებში კითხავენ. “ოდიშინიუსი“ შსს-ს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია პასუხი, არის თუ არა ფაქტზე აღძრული საქმე და რა მუხლით მიმდინარეობს ძიება.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...