მთავარისიახლეებისამართალიგენერალი კალანდაძე: საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის მნიშვნელოვანი საიდუმლო...

გენერალი კალანდაძე: საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია რუსეთს მიაწოდა

Published on

მწიფდება სკანდალი, რომელშიც შესაძლოა, საქართველოს მთავარი პროკურატურა აღმოჩნდეს გარეული.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში მომუშავე პირების შესახებ პერსონალური მონაცემები და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხედრო პოლიციაში მუშაობდნენ.  გენერლის თქმით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსეთს საიდუმლო მასალები მოსკოვში გენერალ დუბაძის მკვლეობის  საქმის ძიების ფარგლებში მიაწოდა. ასეთივე ინფორმაციას ავრცელებს  ადვოკატი რომეო საჯაია, რომელიც ამბობს, რომ  ეს მასალები  რუსეთის პროკურატურამ გამოითხოვა. 
საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი პასუხად აცხადებს, რომ  ინფორმაციის გაცვლის ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება. თუმცა, დეტალურ ინფორმაციას ვერ გასცემს, რადგან  გენერალ დუმბაძის მკვლელობის საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო.
შეგახსენებთ, რომ გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის შეკვეთის ფაქტზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2016 წლის 7 აპრილს ბრალი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსის მეგის ქარდავა წაუყენა.სუს-ის ინფორმაციით,  გამოძიებით დადგენილია, რომ მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 2012 წლის 21 მაისს, ქ. მოსკოვში ოთხკაციანმა ჯგუფმა აღნიშნული მკვლელობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ განახორციელა. ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
 
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...