ჩარგალში, ბაჩანა რაზიკაშვილის სახლი დაიწვა. ბაჩანა რაზიკაშვილის შვილთაშვილის ლელა რაზიკაშვილის განმარტებით, მისი პაპის სახლი დაიწვა, რომელსაც ისტორიული ღირებულება არ გააჩნია. ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. სახლში 10-ზე მეტი პირი იყო, მათ შორის ლელა რაზიკაშვილის შვილებიც. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
წყარო: ინტერპრესნიუსი