მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

ზუგდიდში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

Published on

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა, სადაც  კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სახელმწიფოს მოქმედ პროგრამებზე ისაუბრეს.შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ შეხვედრის მონაწილეებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გალში 6 ივლისს გამართული შეხვედრის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით,  შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ე.წ. საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემის საკითხი კიდევ ერთხელ მოითხოვა. მისივე ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე, ასევე უსაფრთხო გადაადგილებაზე და ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე ისაუბრეს.სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ლალი დევიძემ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, სადაც მისი თქმით, სოფლების უმეტესობაში გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანების პროცესი დასრულებულია და ასვე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა წყალმომარაგების სისტემის მოგვარებაზე.გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე ასევე ისაუბრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი თოდუამ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ერთ-ერთი მთავარი კი  გალის სკოლებში განათლების საკითხია.

სიახლეები

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...