მთავარისიახლეებიექსკლუზივიგუშინ სოხუმში ათ საათზე მეტხანს გრძელდებოდა მასობრივი არეულობა. ე.წ. შსს შენობას ...

გუშინ სოხუმში ათ საათზე მეტხანს გრძელდებოდა მასობრივი არეულობა. ე.წ. შსს შენობას მოლოტოვის კოქტეილებიც დაუშინეს

Published on

სოხუმი. ათ საათზე მეტხანს გრძელდებოდა გუშინ მასობრივი არეულობა, რომელშიც გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალთა ყრილობა გადაიზარდა. 
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ჯერ სახელმწიფო ფილარმონიის შენობის პარკში, ხოლო შემდეგ შს სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ, მოითხოვდნენ   შს მინისტრის ლეონიდ ძიაფშბას გადაყენებას, რეფერენდუმის ჩატარებისთვის უბნების გახსნას მოსკოვსა და ჩერკესკში და  რეფერენდუმის გადატანას ოქტომბერ– ნოემბრისათვის.
სანამ ოპოზიცია და ხელისუფლება  სადაო საკითხებს განიხილავდნენ და ურთიერთბრალდებებს ისმენდნენ, პრეზიდენტის მერყეობისა და დროის გაწელვის მცდელობის შესახებ შიგნიდან გამოსული სხვადასხვა ინფორმაციით აღშფოთებულმა მომიტინგეებმა თავად გადაწყვიტეს ძიაფშბას გამოძევება თავისი კაბინეტიდან. მათ  სამგზის სცადეს შსს შენობის  შტურმით აღება, თუმცა, როცა  გაძლიერებული სპეცნაზის წინააღმდეგობის დაძლევა ვერ შეძლეს და  დაიწყო ჭყლეტა, ქაოსი და გულის წასვლები, საქმეში  მოლოტოვის კოქტეილებიც გამოჩნდა – შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
ოპოზიციის მიტინგი მხოლოდ მაშინ დაიშალა, როცა პრეზიდენტი ოპოზიციასთან ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ კომპრომისზე წავიდა და დროებით გადააყენა თანამდებობიდან შსს  მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა. 
ამ დროისათვის სოხუმის ქუჩებში სიწყნარეა,  მაგრამ მღელვარება ხელისუფლების დერეფნებში და ოპოზიციურ შტაბებში გრძელდება. ძიაფშბას გადაყენება მხოლოდ ერთერთია ოპოზიციის მოთხოვნებიდან და იგი უკავშირდება მთავარს – რეფერენდუმს, რომლის ბედი გადაუწყვეტელი დარჩა. 
დღეს ხაჯიმბამ გადაჭრით განაცხადა უარი რეფერენდუმის გადადებაზე, რასაც ოპოზიცია მოითხოვდა: რეფერენდუმს არ გადავდებ!  შესაძლოა მან ეს სიტყვები უკან წაიღოს, ისევე, როგორც შუადღისას გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ შს მინისტრს არ გადააყენებს, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, საეჭვოა, ოპოზიციამ რეფერენდუმის გადადების მოთხოვნა მოხსნას და ქუჩაში გასვლისკენ არ მოუწოდოს თავის მომხრეებს. 
ორივე მხარემ დღეს რაღაც მოიგო, რაღაც  დათმო, მაგრამ მოგებაცა და დათმობაც დროებითია, ორივე მხრემ მხოლოდ დროის მოგება სცადა – თუმცა არცერთი მხარე არ აპირებს ამაზე შეჩერებას. მომიტინგეებს მათთვის კატეგორიულად მიუღებელი მინისტრის გადაყენება ( მით უმეტეს დროებით)   მხოლოდ მცირე ხნით თუ დააკმაყოფილებთ, არც ხაჯიმბას ხელისუფლება გაწირავს ბოლომდე მინისტრს, რომელიც მისი დასაყრდენია და მის თამაშს თამაშობდა. უსათუოდ  იქნება ზარები მოსკოვში და მოსკოვიდანაც –  ასე რომ ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. 
 
მსგავსი თემები: ,, სოხუში ხაჯიმბას მმართველობის დასასრული იწყება?"
,,ვინ გაიტაცა ირინა დოჩია? სოხუმში სიტუაცია იძაბება. ოპოზიცია ,,მაიდნით'' იმუქრება.'' 
,,აფხაზეთი არ აპირებს ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების საკითხზე'' – ვინ დრტვინავს რუსეთში?''
 

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...