მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას იხსნის და მას აფხაზ მესაზღვრეს აკისრებს

რუსული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას იხსნის და მას აფხაზ მესაზღვრეს აკისრებს

Published on

რუსული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას იხსნის და მას აფხაზ მესაზღვრეს აკისრებს – ამის შესახებ განცხადება, გრიგორი კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრისას გააკეთა.
აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო სქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ოთხოზორიას მკვლელის დაკავებას რუსული მხარეც უჭერს მხარს.
"რუსეთის მხარის პოზიცია ასეთია, რომ ამ მკვლელობასთან რუსეთის მხარეს არანაირი კავშირი არ აქვს. მთლიანად პასუხისმგებლობას აკისრებს ამ ე.წ. კონკრეტულ აფხაზ მესაზღვრეს, ამასთანავე ამბობენ, რომ ის სასჯელი, რომელიც დამნაშავეს გამოუტანეს, შინა პატიმრობა არ არის ადეკვატური, ამ მხრივ ისინი გვეთანხმებიან,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულებულია. ცნობილია, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე დღეს გათავისუფლდება

სიახლეები

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...

პუტინი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ნაწილს არ დათანხმდა

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის ელჩებთან, სტივენ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ხუთ-საათიანი შეხვედრა განპირობებული იყო...

“გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ” შარმანაშვილი BBC-ის გამოძიებაზე

"გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა,...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვები ჩრდ. კორეის ბანაკში გაგზავნეს – რაშევსკა

უკრაინის ადამიანის უფლებების რეგიონული ცენტრის იურიდიულმა ექსპერტმა, კატერინა რაშევსკამ 3 დეკემბერს აშშ-ს სენატის ქვეკომიტეტის...