მთავარისიახლეებიეკონომიკამერიის ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებთან კომპრომისზე წავიდა - ისინი სექტემბრამდე ზუგდიდის...

მერიის ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებთან კომპრომისზე წავიდა – ისინი სექტემბრამდე ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის გარეპერიმეტრზე რჩებიან

Published on

დღეს დილით ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ზუგდიდის  ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიის ნახევრის დატოვება მოსთხოვა გარემოვაჭრეებს.  როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ,   ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა განუმარტა მათ,  რომ ამ ადგილზე სექტემბრამდე ვაჭრობის უფლება მიეცემათ, თუ დასჯერდებიან ტროტუარის ერთ ნაწილს და   მითითებულ ტერიტორიას არ გასცდებიან. 
ამ დროისათვის ტროტუარის ერთი ნაწილი თავისუფალია, მეორე ნაწილზე კი გარემოვაჭრეები აგრძელებენ საქმიანობას და საწავლო პროცესის დაწყებამდე დარჩებიან.
 
 მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღუბელაძე მედიასთან საუბარში განმარტავს:    "გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს გარე ვაჭრობას, ქალაქ ზუგდიდის მერია ამგვარ ნებართვას არ გასცემს. ცალსახად ვაცხადებთ, რომ გარე ვაჭრობა კანონით აკრძალულია და ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს. ზედამხედველობის სამსახური ეტაპობრივად ახორციელებს გარე ვაჭრობის აკრძალვას, რისი დასტურიცაა ის, რომ ამ დღეებში შპს ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილში გარე ვაჭრობა აღკვეთილ იქნა. აღნშნული პერიოდულად, მოვაჭრეების ინტერესების გათვალისწინებითა და კანონის დაცვით მოხდება,"

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...