მთავარისიახლეებიეკონომიკადღეს ანაკლიაში თაფლის, თხილის, ავეჯისა და ეთერ-ზეთების წარმოების სფეროში ადგილობრივი მეწარმეების პრობლემებზე...

დღეს ანაკლიაში თაფლის, თხილის, ავეჯისა და ეთერ-ზეთების წარმოების სფეროში ადგილობრივი მეწარმეების პრობლემებზე იმსჯელეს

Published on

ადგილობრივი ბიზნეს სექტორის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო შეხვედრას   სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელიც დღეს ანაკლიაში გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით  დაიგეგმა მას შემდეგ , რაც მისი პრეზიდენტი რეგიონული შეხვედრების პროექტის ფარგლებში ზუგდიდში ჩავიდა და ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებს გაეცნო.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ  პროექტის მიზანი რეგიონული ბიზნესის ხელშეწყობაა.
 შეხვედრის მონაწილე ადგილობრივმა  მეწარმეებმა მოისმინეს სურსათის სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  პრეზენტაციები და, თავის მხრივ, კონკრეტული დახმარების მიღების მიზნით პრეზენტატორებს გააცნეს თავიანთი პრობლემები ძირითადად თაფლის, თხილის, ავეჯისა და ეთერ-ზეთების წარმოების სფეროში.
პალატამ მათ აღმოსაფხვრელად ბიზნეს-სექტორისთვის კონკრეტული პროექტების შეთავაზების  გადაწყვიტილებაზე გააკეთა განცხადება. 
 

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...