,,მარულა -2016” სენაკის იპოდრომზე

0
510
 
დღეს  12. 00 საათზე სენაკის იპოდრომზე „მარულა 2016“ იწყება.  საცხენოსნო შეჯიბრებაში  მონაწილეობას მიიღებენ ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან . ისინი  ერთმანეთს შეეჯიბრებიან ტრადიციულ სახეობებში: მარულაში, ცხენბურთში, კონკურსა და ისინდში
ღონისძიება სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება. საცხენოსნო სანახაობების პარალელურად გაიმართება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში.
 
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით შეჯიბრევის დაწტებამდე ,,მოხდება იქვე განთავსებული ფაცხების დათვალიერება და მეგრული კერძების დაგემოვნება. პარალელურად ხალხური ანსამბლები შეასრულებენ მეგრულ ფოლკლორულ სიმღერებს. ასევე გაიმართება რეწვის ნიმუშების და სოფლის პროდუქტების გამოფენა, საცხენოსნო ტრადიციის აღდგენასთან დაკავშირებით სიმბოლურად დაირგვება მრავალწლიანი ხეები .
ღონისძიება, „ახალგზრდობის წლის“ ფარგლებში ტარდება,  მისი ორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან. ღონისძიების მომზადებაში სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. 
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სამეგრელოში საცხენოსნო კლუბებს მდიდარი წარსული და დიდი ისტორია გააჩნიათ. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, 1927 წელს ქ. ცხაკაიაში (სენაკი) პირველად ჩატარდა დღესასწაული საცხენოსნო სპორტის სახეობებში: ისინდი, თარჩია, ცხენბურთი, ჩერეზი, მოქნევა, მარულა, ყაბახი, კონკური და სხვა. 1929 წელს გაიმართა ცხენოსნური გადარბენა ქობულეთიდან ცხაკაიაში. 1937 წელს მოეწყო ცხენოსნური გადარბენა აფხაზეთის, სამეგრელოს, ქუთაისის, ცხინვალის, სიღნაღის, ბორჯომის და სხვა რაიონების ცხენოსანთა მონაწილეობით. ცხენოსნურ სპორტში შემდგომ წლებშიც სისტემატურად ეწყობოდა შეჯიბრებები. სენაკის იპოდრომი ათწლეულების მანძილზე მასპინძლობდა მასშტაბურ საცხენოსნო შეჯიბრებებს. 1992-1993 წლების მოვლენების შედეგად მთლიანად განადგურდა სენაკის იპოდრომის ინფრასტრუქტურა. 
 
ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობებში სამეგრელოს არაერთი წარმომადგენელი ჰყავდა, როგორც საქრთველოს ასევე საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. მათ შორის იყვნენ ქალბატონებიც, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო ზუგდიდელი თამარ ჭითანავა, ხოლო საქართველოს ჩემპიონი დარიკო ლაგვილავა.
 
წინა სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სენაკში სტუმრობს
შემდეგი სტატიაზუგდიდში მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის ჩვენება ჩაიშალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური