მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზებისთვის მირთმეული ძმური დემოგრაფიული ექსპანსია რუსულად: კიდევ თორმეტი საცხოვრებელი კორპუსი გუდაუთაში...

აფხაზებისთვის მირთმეული ძმური დემოგრაფიული ექსპანსია რუსულად: კიდევ თორმეტი საცხოვრებელი კორპუსი გუდაუთაში ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურისა და მათი ოჯახებისთვის

Published on

 
,,რია ნოვოსტის''  ცნობით, წლის ბოლომდე გუდაუთაში დასრულდება კიდევ თორმეტი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელშიც ოჯახებითურთ ჩასახლდება  ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კონტრაქტით მსახურობს   აფხაზეთში ბაზირებულ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქში . 
ქალაქ გუდაუთაში  მშენებარე თორმეტი ორსართულიანი სახლის 300 ბინა, რომელიც აღიჭურვება აუცილებელი ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით  (მათ შორის ტელევიზორებით, ელექტროღუმელებითა და მაცივრებით)  შევა სამხედრო ბაზის საბინაო ფონდში და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს შეუქმნის სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს –  ნათქვამია ინფორმაციაში – ამ დროისათვის აგებულია შენობების კარკასები, ინტენსიურად მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი და შიდა საინჟინრო ქსელების გაყვანის სამუშაოები,  უკვე ჩაყრილია   წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მილები.  
ამასთან სამხედო ბაზის ტერიტორიაზე შენდება სკოლა – 200  და საბავშვო ბაღი – 150 ბავშვისთვის. სამუშაოები დეკემბრისთვის დასრულდება.  
ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ყველა ამ ნაგებობის მშენებლობა,  აფხაზეთში რუსეთის  სამხედრო ოლქის სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მსგავსად, მხოლოდ  ეკოლოგიურად სუფთა მასალებით მიმდინარეობს.  სახლების სეისმური მედეგობა გათვლილია ცხრაბალიან მიწისძვრაზე
 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...